ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკს ახალი ცათამბჯენი ამშვენებს


ნიუ იორკში ახლადაშენებულ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ შენობაზე მუშებმა ლითონის ღერძი დაამონტაჟეს, რამაც ეს ნაგებობა ნიუ იორკის ყველზე მაღალ შენობად აქცია. პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ამჟამად 381 მეტრი სიმაღლისაა, და მანჰეტენში განთავსებული ცნობილ ემპაიერ სთეით ბილდინგზე მაღალია. ახალი შენობა დასრულების შემდეგ 104 სართულიანი და 541 მეტრი სიმაღლის იქნება, რაც ამერიკული საზომი ერთეულის მიხედვით- 1776 ფუტია, ამას კი სიმბოლური დატვირთვა აქვს. 1776 წელს აშშ-მა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ შენობას თავისუფლების კოშკის სახელითაც მოიხსენიებენ და ის 11 სექტემბერს ტერორისტული აქტის დროს ჩამონგრეული ე.წ. ტყუპი შენობების ადგილას შენდება.
XS
SM
MD
LG