ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის მეტროს აფეთქების გეგმა


აშშ-ის ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს ბოსნიაში დაბადებული ადის მედუნჯანინი, რომელიც ნიუ იორკის მეტროს აფეთქების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდა. ტერაქტი 2009 წელს იყო დაგეგმილი. მედუნჯანინს განაჩენის გამოტანის შემდეგ, სამუდამო პატიმრობა ელის. მსაჯულებმა ბრალდებული ტერორიზმის 9 მუხლით სცნეს დამნაშავედ. მათ შორის ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის დაგეგმვასა და ალ ყაიდასთან თანამშრომლობისთვის. მედუნჯანინის ადვოკატების განცხადებით, მათმა კლენტმა გეგმის განხორციელებაზე უარი განაცხადა, თუმცა მისი პაკისტანში მოგზაურობა და თალიბებთან თანამშრომლობა ადვოკატებმა აღიარეს. მათივე განცხადებით მედუნჯანის გეგმაში არ ჰქონია ვინმეს მკვლელობა და ნიუ იორკში ქაოსის გამოწვევა.

XS
SM
MD
LG