უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ჯგუფებს შორის დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო იქამდე, ვიდრე ისინი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას მოახდენენ.
უნგრეთის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბარში, ორბანმა თქვა, რომ მან მოუწოდა თავის კონსერვატიულ პარტიასმ რომ მხარი დაუჭირონ ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. თუმცა, იქვე დაამატა, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრი არაა დარწმუნებული, რომ ნატოს გაფართოება კარგი იდეაა და მათ დასარწმუნებლად დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო.
იმისთვის, რომ ნატომ შვედეთი და ფინეთი ალიანსში წევრებად მიიღონ, საჭიროა, რომ 30-ივე წევრი ქვეყნის პარლამენტმა ამ ქვენების ნატოში გაწევრიანების რატიფიკაცია მოახდინოს. უნგრეთის პარლამენტმა ეს საკითხი 6 მარტს უნდა განიხილოს. ინფორმაცია ამის შესახებ, თავად პარლამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.
ასევე ნახეთ: სტოლტენბერგი: თურქეთის მიერ შვედეთ-ფინეთის წევრობის რატიფიცირების დროაორბანმა თქვა, რომ სურს, ყველამ იცოდეს, რომ მისი ქვეყანა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუმცა, ასევე თვლის, რომ თურქეთის მოთხოვნების მოსმენაც მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფართოება, შეიძლება არ მოხდეს.
"რაც შეეხება თურქეთს, ისინიც ჩვენი მოკავშირეები არიან და შესაბამისად მათი ხმაც უნდა მოვისმინოთ",- თქვა ორბანმა.
ოფიციალური ანკარა ამბობს, რომ სტოკჰოლმს თავს აფარებენ ისინი, ვისაც თურქეთი "ტერორისტულ დაჯგუფებებს" უწოდებს. ბოლოს გავრცელებული განცხადებების მიხედვით, თირქეთმა მიანიშნა, რომ ის მხოლოდ ფინეთის ნატოში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს.