6 ნოემბერი, 2023 —
უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა იანოშ ჩაკმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი "ვორლდ პრესის" ფოტო გამოფენაზე 18-წლამდე ასაკის ბავშვების დაშვებისთვის.
ასევე ნახეთ: უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტი კვლავ დაბლოკაგამოფენა მოიცავდა ლგბტ კონტენტს. ჩაკმა განაცხადა, რომ ლასლო სიმონმა ვერ შეასრულა მუზეუმის კანონიერი ვალდებულებები, რაც პრემიერ ვიქტორ ორბანის მემარჯვენე მთავრობის მიერ შემოღებულ კანონმდებლობაზე მითითებაა, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმის "პოპულარიზაციას" არასრულწლოვანთა შორის.
ასევე ნახეთ: უნგრეთი „ანტი ლგბტ კანონის“ დაცვას აგრძელებსსაიმონმა უარყო ბრალდება და თქვა, რომ მუზეუმს არ შეუძლია დაარღვიოს ვიზიტორთა კონფიდენციალურობა პირადობის მოწმობის მოთხოვნით. მან აღნიშნა, რომ დაწესებულების ვებსაიტზე გამოქვეყნებული იყო გაფრთხილება, რომ გამოფენას 18 წლამდე ადამიანები არ წვეოდნენ.