სოჭში გამართული მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შედეგის გარეშე დასრულდა. პრეზიდენტები რუსეთში ვლადიმირ პუტინის ინიციატივით ჩავიდნენ, მთიანი ყარაბაღის საკითხზე პროგრესის მისაღწევად. თუმცა სამი ლიდერის შეხვედრა კონრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე თქვა, რომ მხარეებს შორის არსებობს საკითხები, რაზეც შეთანხმების მიღწევა ვერ ხდება.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ, ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები პირობას დებენ შეიკავონ თავი ძალის გამოყენებისგან და გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ხელშეუხებლობის საკითხებზე.
ერთობლივ განცხადებში ასევე ნათქვამია, რომ მხარეები იზრუნებენ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკის განვითარებაზე.
შეხვედრას სოჭში წინ უსწრებდა, 2020 წლის 6 კვირიანი ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი დაპირისპირება ყარაბაში. 2020 წელს, დაპირისპირებას ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყარაბაღის ომი სათავეს 1990-იანი წლებიდან იღებს, მაშინ ომს 30 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მთიან ყარაბაღს და მის გარშემო რეგიონებს, ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ. თუმცა საერთაშორისოდ მთიანი ყარაბაღი აზებაიჯანის ტერიტორიად არის მიჩნეული. 2020 წლის სამხედრო დაპირისპირების შედეგად, აზერბაიჯანმა ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნება. ომი რუსეთის ჩართულობით დასრულდა, თუმცა შეტაკებები გრძელდება და აზებაიჯანიც და სომხეთის ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
Your browser doesn’t support HTML5