ისრაელმა "ჰეზბოლას" მეთაური მოკლა

ჰეზბოლას სამხედრო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ამ დაუთარიღებელი სურათზე ჩანს "ჰეზბოლას" უფროსი მეთაური ვისამ ტავილი, რომელიც სამხრეთ ლიბანის სოფელ ხერბეტ სელემში, 2024 წლის 8 იანვარს მოკლეს.

ისრაელმა ორშაბათს სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" უმაღლესი მეთაური სარაკეტო იერიშის დროს მოკლა, აცხადებენ დაჯგუფების ოპერაციების შესახებ ინფორმირებული წყაროები.

ვისამ ტავილი "ჰეზბოლას" ელიტარული "რადვანის" ძალების მეთაური იყო. ის ყველაზე უფროსი "ჰეზბოლას" ოფიცერი იყო, რომელიც ისრაელ-„ჰამასის“ ომის მიმდინარეობისას დაიღუპა. ომის ფონზე, "ჰეზბოლას" 130-ზე მეტი მებრძოლია მოკლული. დაჯგუფება მხარს უჭერს „ჰამასს“ ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდგომ ომში.

2006 წლის ომის შემდეგ, ეს არის ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ესკალაცია. 2006 წელს "ჰეზბოლამ" ისრაელი დაბომბა და საპასუხოდ ისრაელმა საჰაერო და საარტილერიო დარტყმები განახორციელა ლიბანზე.

ისრაელსა და ლიბანს შორის დაპირისპირებამ გაზარდა შეშფოთება კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობაზე.

ტავილი და "ჰეზბოლას" კიდევ ერთი მებრძოლი, სარაკეტო დარტყმამ მანქანაში ყოფნისას, სოფელ მაჯდალ სელმში მოკლა, ისრაელის საზღვრიდან დაახლოებით 6 კილომეტრში, იტყობინება სამი ლიბანური წყარო.

ისრაელს აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.

"ჰეზბოლამ" გაავრცელა ტავილის ფოტოები, დაჯგუფების სხვა ლიდერებთან ერთად. ფოტოზე ის ზის ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის (ყუდსის) ძალების გარდაცვლილი ლიდერის, ყასემ სოლეიმანის გვერდით, რომელიც ოთხი წლის წინ ბაღდადში ამერიკული სარაკეტო თავდასხმის შედეგად იქნა მოკლული.

ასევე ნახეთ: ბლინკენის ვიზიტის წინ, ისრაელმა ღაზის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილები დაბომბა

"ჰეზბოლა" ამბობს, რომ მისი ამჟამინდელი კამპანია ისრაელის წინააღმდეგ მიზნად ისახავს პალესტინელების მხარდაჭერას ღაზის სექტორში. ჰეზბოლასა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები ძირითადად ლიბან-ისრაელის საზღვრის მახლობლად მდებარე ტერიტორიებზეა ვრცელდება.

დაძაბულობა გასულ კვირას გაიზარდა, როდესაც ისრაელის თავდასხმამ "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მოკლა, რაიონში, რომელსაც "ჰეზბოლა" აკონტროლებს. ისრაელი არც ადასტურებს და არც უარყოფს მის პასუხისმგებლობას ამ თავდასხმაში.

"ჰეზბოლამ" შაბათს განაცხადა, რომ არურის მკვლელობაზე საპასუხოდ ისრაელს 62 რაკეტა ესროლა.

საომარი მოქმედებების დროს დაღუპული რადვანის ძალების სხვა წევრებს შორის არის აბას რაადი, "ჰეზბოლას" წამყვანი პოლიტიკოსის ვაჟი. ის ნოემბერში ისრაელის თავდასხმის შედეგად იქნა მოკლული.

ჰეზბოლას გენერალურმა მდივანმა სეიედ ჰასან ნასრალამ გასულ კვირას სატელევიზიო მიმართვისას გააფრთხილა ისრაელი, რომ არ წამოეწყო სრულმასშტაბიანი ომი ლიბანზე. "ვინც ჩვენთან ომზე ფიქრობს - ერთი სიტყვით, ის ინანიებს", - განაცხადა ნასრალამ.

ასევე ნახეთ: ჩაერთვება თუ არა "ჰეზბოლა" ისრაელ-"ჰამასის" ომში- შეფასებები ვაშინგტონიდან

კვირას, "ჰეზბოლას" ლიდერის მოადგილემ ნაიმ ქასემმა თქვა, რომ ჯგუფს არ სურს "ტოტალური ომის დაწყება, მაგრამ თუ ისრაელი გადაწყვეტს ტოტალური ომის დაწყებას, მაშინ ჩვენ უყოყმანოდ და ყველაფრით ვუპასუხებთ ტოტალური ომით".

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, სირიაში "ჰეზბოლას" ცხრამეტი მებრძოლი დაიღუპა.

ისრაელ-„ჰამასის“ ომმა რეგიონში ირანთან კავშირში მყოფი ჯგუფები ჩართო კონფლიქტში. იემენის ჰუსიტები წითელ ზღვაში გემებს ესხმიან თავს, ხოლო ერაყში თეირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება უტევს აშშ-ის ძალებს ერაყსა და სირიაში.