უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რჩება "მთავარ სამიზნედ რუსი აგრესორებისთვის", თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუს დროს, პრაისმა აღნიშნა, რომ ზელენსკი მრავალმხრივ "წარმოადგენს, გარკვეული გაგებით სიმბოლოცაა უკრაინის, უკრაინელი ხალხის, დემოკრატიული ამბიციებისა და მისწრაფებების... ასე რომ, რა თქმა უნდა, ის დარჩება რუსი აგრესორების მთავარ სამიზნედ".
ასევე ნახეთ: დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთი შუა აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებას ცდილობსუკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი „აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას უახლოეს საათებში, უახლოეს დღეებში, იმის მიხედვით, თუ რა არის მათთვის საუკეთესო, რა არის უკრაინელი ხალხის ინტერესებში, რა არის უკრაინის სახელმწიფოს ინტერესებში "- თქვა პრაისმა.
უკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.