რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ კიევთან მდებარე აეროპორტს ისინი აკონტროლებენ. რუსული სამხედრო შენაერთები ახლა ქვეყნის დედაქალაქს, კიევს უტევენ.
რუსი სამხედროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ჰოსტომელის აეროპორტი უკრაინის დედაქალაქიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ამ აეროპორტის გრძელი ასაფრენი ბილიკი აქვს და საშუალებას იძლევა იქ მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავები დასხდნენ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ჯარების საჰაერო გადასხმა პირდაპირ კიევში.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ჰოსტომელის აეროპორტში 200 რუსული სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა, მათ აიღეს ტერიტორია და მოკლეს 200 უკრაინელი სამხედრო.
რუსი მინისტრი ამბობს, რომ მათ მხარეს დანაკარგი არ ყოფილა. თუმცა, სხვა ინფორმაცის ავრცელებენ უკრაინელები. მათი თქმით, ამ ბრძოლაში რუსებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს.