რა ფსიქოლოგიურ საფრთხეებს უქმნის კორონავირუსის გამო შემქნილი სიტუაცია საზოგადოებას; როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს; როგორ ვესაუბროთ ბავშვებსა და მოხუცებს და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვინც ახლა განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს? ამ თემებზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე ჯანა ჯავახიშვილს, ფსიქოლოგსა და ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის პროფესორს ესაუბრა.
ჯანა, მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ახლა კორონავირუსის გამო, სახლებშია გამოკეტილი, თან განუსაზღვერლი დროით. როგორ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ფისიქიკაზე აისახოს. რა საფრთხეებს ხედავთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ?
ამ შემთხვევაში რამდენიმე სტრესია, რომელიც ჩვენზე მოქმედებს, ერთი არის განუსაზღვრელობის სტრესი. ანუ, არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება. მეორე არის, ცუდის მოლოდინის სტრესი, იმიტომ, რომ ვხედავთ იტალიის, ეპსანეთის, ამერიკის მაგალითს და პროგნოზი კარგი არ არის. გვეუბნებიან კიდეც ჩვენი ეპიდემიოლოგები, რომ მდგომარეობა გაუარესდება და ცუდის მოლოდინიც იზრდება. შფოთვა, ფაქტობრივად ესაა, მოლოდინი.
გაურკვევლობასთან ერთად, ცუდის მოლოდინი არის ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისითაც. თუ 90-იანებში, როდესაც ჩვენთან [საქართველოში] კრიზისი იყო, იმის იმედი გვქონდა, რომ გარეთ არის სტაბილური სამყარო, რომელიც არ გაგვწირავს რომ გაგვიჭირდეს. ახლა სწორედ ის სტაბილური სამყარო აღმოჩნდა ჩვენს 90-იანებში. ჩემი კოლეგა ლონდონიდან მეუბნება, რომ ხალხი ჩხუბობს ტუალეტის ქაღალდზე და მაკარონზე.
ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ გაუარესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ვითარება და ეს იქნება გარკვეულწილად, იმ სტრესის ზეგავლენით რაც ახლაა. გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობა, კი ხელს არ შეგვიწყობს, რომ მალე გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან.
ერთის მხრივ, როდესაც ასეთი ვითარებაა, თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები უკან იხევს, იმიტომ რომ, თვითგადარჩენის ინსტიქტი მოდის წინა პლანზე. ერთის მხრივ, არსებობს ჩვენში სტრესთან გამკლავების კოლექტიური და ინდივიდუალური მექანიზმები, ურთიერთდახმარება. მეორეს მხრივ, არსებობს შეკითხვა: მერე რა იქნება. როდესაც ვამბობთ, რომ ახლა მობილიზებულები ვიქნებით და თავს იმდენად უფლებას არ მივცემთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გვქონდეს. მაინც კარგადაა ნაკვლევიის ფაქტი, რომ სიღარიბეში და ეკონომიკური კრიზისის დროს მატულობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სტატისტიკა. შემდეგ კი ეს მიზეზად ედება სიღარიბეს, ანუ მანკიერი წრე იქმნება.
ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ გაუარესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ვითარება და ეს იქნება გარკვეულწილად, იმ სტრესის ზეგავლენით რაც ახლაა. გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობა, კი ხელს არ შეგვიწყობს, რომ მალე გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან.
რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ სტრესს და შევამსუბუქოთ დარტყმა ჩვენს ფსიქიკაზე?
დადებითი ფაქტორია ის, რომ ადამიანში, ოჯახში, საზოგადოებაში, მომადლებულია სტრესთან, რთულ ვითარებასთან და კრიზისთან გამკლავების მექანიზმები. მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ამ სიტუაციის გამო, მაინც ხედავენ მაღალ რისკს ოჯახში ძალადობისა, ვინაიდან ერთ პატარა სივრცეში გამოკეტილია ოჯახი. თუ იყო მანამდე ძალადობა, ის არ შეჩერდება და რისკიც მეტია, იმიტომ რომ შეხების ზედაპირიც მეტია. მეორეს მხრივ, სადაც არ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა, იმ ოჯახებში, სოლიდარობის, თანადგომის, ურთიერთდახმარების ძალიან დიდი შანსია.
ერთმანეთს შეგვიძლია დავეხმაროთ იმით, რომ საერთო აქტივობები
ვეურთიერთოთ ბავშვებს, ავუხსნათ მათ ყველაფერი მათთვის გასაგებ ენაზე, დავუხატოთ, დავუხაზოთ, ავუხსნათ, რომ ამ პრობლემის გადაჭრაზე ბევრი ზრდასრული მუშაობს და ასე შეიძლება, რომ მათ ძალიან დავეხმაროთ.
დაგვეგმოთ ოჯახური, რასაც ადრე ვერ ვუთმოდით დროს. ეს შეიძლება იყოს ბავშვების და მშობლების ინტენსიური ურთიერთობა. შევეცადოთ, რომ ბავშებისთვის გამოვყოთ დრო. ეს შეიძლება იყოს სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ნებისმიერი სახის გართობა მათთან ერთად.
ასევე, უნდა გვახსოვდეს ძალიან კარგად, რომ თუ გვინდა შვილს ნაკლები ემოციური სტრესი ჰქონდეს, ჩვენ ვართ მისი ორიენტირი. თუ ჩვენ ვამჟღავნებთ ჭარბ შფოთვას, მას ეს გადაედება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შვილს დაველაპარაკოთ იმაზე, რაც ხდება და ავუხსნათ. ჩემმა ჰოლანდიელმა კოლეგამ, მაგალითად, რომელიც თვითიზოლაციაშია და შვილიშვილს ვერ ნახულობს, დაუხატა მას კომიქსები კორონავირუსზე. სწორედ ნახატებით აუხსნა მან ბავშვს ის, რაც ახლა ხდება. ესეც კი ბავშვისთვის გამხნევებაა.
ვეურთიერთოთ ბავშვებს, ავუხსნათ მათ ყველაფერი მათთვის გასაგებ ენაზე, დავუხატოთ, დავუხაზოთ, ავუხსნათ, რომ ამ პრობლემის გადაჭრაზე ბევრი ზრდასრული მუშაობს და ასე შეიძლება, რომ მათ ძალიან დავეხმაროთ. ასევე, დავეხმაროთ მათ [ბავშვებს] იმაში, რომ დრო ჰქონდეთ განაწილებული. ვუთხრათ რომ ითამაშონ, კონცერტები გამართონ, დახატონ, ტელეკომუნიკაცია ჰქონდეთ, გაკვეთილების გაკეთებაში დავეხმაროთ და ა.შ
მეორე მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც ჩვენს ოჯახებშია, არის მოხუცები. გავრცელდა გზავნილი, რომ ნუ გეშინიათ ეს ვირუსი მხოლოდ მოხუცებს ემუქრებაო და ეს ემოციურად ძალიან დამაზარალებელია მოხუცებისთვის. ეს უნდა გავანეიტრალოთ რაღაცნაირად და ვუთხრათ მათ, რომ ისინი ჩვენთვის ძალიან ღირებულები არიან. ვუთხრათ, რომ მნიშვნელოვანები არიან. უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანმა გაიგოს, რომ ის ღირებულია და ფასეულია. ამასთანავე, შეიძლება შფოთვა, ბევრად უფრო მაღალი ჰქონდეს მოხუცს, ვიდრე ჩვენ გვაქვს. ამ შემთხვევაში უნდა გვქონდეს მოთმინება, არ გავღიზიანდეთ ამაზე. მათაც რაღაც დრო დავუგეგმოთ. თუ ოჯახში ამის რესურსია, შეიძლება ფეისბუქიც გავუხსნათ და ასე რეალიზდნენ გარე სამყაროსთან. მოხუცებს ძალიან სჭირდებათ ყურადღება. საქართველოში არის ჯერ ფარულად, მოხუცებზე ძალადობის პრობლემა და ამაზე ჯერ ასე ღიად არ საუბრობენ, თუმცა ეს პრობლემა არსებობს.
რაც შეეხება იმას, როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს. უპირველეს ყოვლისა, შევამციროთ ინფორმაცია, არ გავხდეთ ინფორმაციის პასიური მიმღები. ვიყოთ ინფორმაციის აქტიური მომხარებელი, გავფილტროთ ის. ბევრი მითი ვრცელდება და ახლა მედიაწიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, არ ვიყოთ ამ ინფორმაციის მიღებაში ჩართული 24 საათის განმავლობაში. შეიძლება, რომ გადავამოწმოთ ინფორმაცია დილას და საღამოს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის რუტინა, როგორც ამას წინათ ვაკეთებდით, გავაგრძელოთ. იქნება ეს საუზმის გაკეთება, დასუფთავება, თუ ნებისმიერი სხვა რუტინული რიტუალი, რაც ოჯახში არსბეობდა, უნდა გავაგრძელოთ, ეს ძალიან ამშვიდებს ოჯახის ყველა წევრს.
ადამიანებს სჯერათ მითების, რომელიც კორონავირუსზე ვრცელდება. თუ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი გამოგონიალია, ჰგონია, რომ დადგმულია ეს სცენები, გავა გარეთ, რა თქმა უნდა.
კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც შფოთვას იწვევს ისაა, რომ სიტუაციას აღვიქვამთ, როგორც უკონტროლოს. უხილავია ვირუსი და ვერ აკოტროლებ საიდან და როგორ შემოგიტევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ის, რა არის ჩვენი კონტროლის ქვეშ, რომ არ გაგვიჩნდეს უსუსურობის განცდა. უსუსურობის განცდა არის ერთ-ერთი პრედიქტორი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა. ამიტომ შევეცადოთ რომ ვიცოდეთ რა არის ჩვენზე დამოკიდებული, ვიყოთ ინფორმირებულები. ვიცოდეთ ვირუსის თაობაზე, გადაცემის ხერხებზე, თავის დაცვის გზებზე ვირუსისგან. ასევე ჰიგიენისა ნორმების დაცვა, სოციალური დისტანციის დაცვა და ა.შ
როგორ ხსნით იმას, რომ ადამიანები არ იცავენ იმ მარტივ წესებს, რომელიც ახლა დადგენილია. მაგალითად, სახლში დარჩენა, სოციალური დისტანციის დაცვა და ა.შ
ამას შესაძლოა, ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ერთ-ერთი არის უარყოფაში ყოფნა. იმდენად სტრესულია ის, რომ არსებობს რაღაც, რასაც ვერ აკონტროლებ და გემუქრება, ეს ფაქტობრივად, მატრამვირებელი სტრესორია. ამ შემთხვევაში ირთვება ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები და ერთ-ერთია უარყოფა, ხდება საფრთხის უარყოფა. აქედან გამომდინარე შენ გგონია, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი მშვენივრადაა ირგვლივ.
მეორე მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს სჯერათ მითების, რომელიც კორონავირუსზე ვრცელდება. თუ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი გამოგონიალია, ჰგონია, რომ დადგმულია ეს სცენები, გავა გარეთ, რა თქმა უნდა.
კიდევ ერთი მიზეზია, არასაკმარისი გათვითცნობიერება იმაში, თუ რა არის ინფექცია და ვირუსი. ნარკოტიკებზეც ასე ხდება ხოლმე, არსებობს ილუზია, რომ მე არ დამემართება. ეს არის ყველაზე გავრცელებული ხაფანგი, რომელიც ვცელდება და ვირუსიც ასეთია, როგორი კარგი იმუნიტეტიც უნდა გქონდეს, თუ გარისკავ, მაშინ ვეღარ გიშველის იმუნიტეტი.
ასევე, აღქმა არის ძალიან სუბიექტური რამ და შენ რომ გგონია, რომ ადამიანმა გაიგო რას ეუბნები, მან, უბრალოდ, ვერ აღიქვა ეს.
პანდემიის დროს არის პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებიც ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობენ, პირველ რიგში, ექიმები, ასევე პოლიციელები, ჯარისკაცები, ჟურნალისტები და ა.შ. რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ მათ?
ამ პროფესიების წარმომადგენლები, ნამდვილად ძალიან
ყველა ამ პროფესიის წარმომადგენლისთვის, ერთი დაცვის ფაქტორია, დაფასება, მადლობის გადახდა.
გადატვირთული არიან ახლა. დიდი ემოციური წნეხის ქვეშ მუშაობენ და რა საკვირველია, მათ სჭირდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა. ამას პირდაპირ ჰქვია საკუთარ თავზე ზრუნვა.
თუ ვსაუბრობთ ორგანიზაციებზე, მაშინ იქ უნდა არსებობდეს შესაბამისი სტრატეგია და პოლიტიკა. უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რომ არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიც არის პროფესიული გადაწვა. როდესაც ადამიანი მუშაობს ასეთ სტრესულ პირობებში, მაშინ პროფესიული გადაწვის რისკი მაღალია.
ამის პრევენციაზე მუშაობა სხვადასხვა დონეზე შეიძლება. ავიღოთ მაგალითისთვის ჟურნალისტები. BBC-ის კვლევის მიხედვით, ომის გაშუქების შემდეგ ჟურნალისსტებს შორის იმათ უფრო ხშირად ჰქონდათ პოსტ-ტრავმული აშლილობა, ვისაც პროდიუსერები მადლობას არ ეუბნებოდნენ. არ ეუბნებოდნენ, რომ მე მესმის, რა რთულ მდგომარეობაში გიწევდა შენ მუშაობა და მადლობა, რომ სიცოცხლის რისკის ფასად ამზადებდი მასალებსო. ჩვენ ეს გვესმის და ჩვენ ამას ვაფასებთო. საუბარია მხოლოდ მადლობაზე, როგორც დაცვით ფაქტორზე.
ასე რომ, ყველა ამ პროფესიის წარმომადგენლისთვის, ერთი დაცვის ფაქტორია, დაფასება, მადლობის გადახდა. მეორე არის ის, რომ, აუცილებლად როტაცია უნდა იყოს და არ შეიძლება ერთი ადამიანი მუშაობდეს დღე და ღამე. მესამე, თვითონ ორგანიზაციის სტრატეგიაში უნდა იყოს ჩაქსოვილი ის, რომ ადამიანს დასვენების საშულება ჰქონდეს. დასვენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს თავისი სისტემა სტრესთან გამკლავების. ეს შესაძლოა იყოს ჯანსაღი კვება, გარეთ გასეირნება, მზის შუქზე დროის გატარება, ახლობლისთვის ემოციების გაზიარება, ვარჯიში, იოგა და ა.შ ანუ, საკუთარ თავზე ზრუნვას დრო უნდა დავუთმოთ.
არის კიდევ სპეციალური ფსიქოლოგიური სავარჯიშოები, რომლის მასობრივად გავრცელებასაც დავიწყებთ და ეს სავარჯიშოები ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტით.