არჩევნების მეოთხე დღე- წარმომადგენლთა პალატა კვლავ სპიკერის გარეშეა

ამერიკის წარმოამდგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები, დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან პალატის სპიკერი აირჩიონ. უკვე სამი დღეა რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა იყოს მათი პარტიიიდან კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი. კალიფორნიელი კონგრესმენი, კევინ მაკკარტი, უკვე სამი დღეა უშედეგოდ ცდილობს თანაპარტიელთა ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღოს.

20-მა მემარჯვენე რესპუბლიკელმა კანონმდებელმა წარმატებით შეძლო მაკკარტის კანდიდატურის დაბლოკვა, თუმცა, დღეს კიდევ ერთი კენჭისყრა შედგება და მაკკარტი კიდევ ერთხელ შეეცდება ნენსი პელოსის ადგილის დაკავებას.

ასევე ნახეთ: რესპუბლიკელების ნაწილი მათი პარტიის სპიკერის კანდიდატს ბლოკავს

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ლიდერს, კევინ მაკკარტის 218 ხმა სჭირდება გამარჯვებისთვის, თუმცა მან კენჭისყრის მე-7 და მე-8 რაუდნებში, ჯამში მხოლოდ 201 ხმის მოგროვება შეძლო. მე-9, მე-10 და მე-11 რაუნდებში მაკკარტიმ კიდევ უფრო ნაკლები, 200 ხმის მოგროვება შეძლო. მე-11ჯერ კენჭისყრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატამ გადაწყვიტა, რომ პარასკევს შუადღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბონ და კენჭი ისევ უყარონ წარმომადგენლთა პალატის ახალ სპიკერს.

მაკკარტის არ გაუკეთებია რაიმე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ კანდიდატურას მოხსნის. წარმომადგელეთა პალატის სპიკერს უდიდესი ძალაუფლება აქვს. ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, პალატის სპიკერი მეორე ადამიანია ხელისუფლებაში ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ, აქვს გავლენა როგორც საკანონმდებლო პროცესზე, ისე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვტილების მიღებაზე.

კენჭისყრის მეორე, წარუმატებელი დღის შემდეგ ექს პრეზიდენტმა ტრამპმა მაკკარტის არჩევისკენ მოუწოდა პალატის წევრებს და კანონმდებელს უწოდა "ჩემი კევინი".

პალატის სპიკერის დანიშვნის გარეშე, ამერიკის წარმომადგენელთა პალატა პარალიზებულია. სწორედ სპიკერი ადებინებს ფიცს ახალ კანონმდებლებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება საკანონმდებლო საქმიანობა. თუმცა, იქამდე, ვიდრე სპიკერს აირჩევენ, ამერიკელ კანონმდებლებს მუშაობის დაწყება არ შეუძლიათ.