რესპუბლიკელი სენატორები, კონგრესში მოსმენაზე, თავს დაესხნენ „ფეისბუქის“ და „ტვიტერის“ აღმასრულებლებს, რომლებიც მათი თქმით, წინასაარჩევნოდ ცენზურას ახორციელებდნენ პრეზიდენტ ტრამპის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ".
„ტვიტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ და „ფეისბუქის“ მარკ ზაკერბერგმა“ კონგრესში გამართულ მოსმენაზე, გაამართლეს პლატფორმის გადაწყვეტილება მოეხდინათ გარკვეული შინაარსის პოსტების დაბლოკვა.
ასევე ნახეთ: დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფრონტის ხაზი - არჩევნები 2020მოსმენა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ორივე პლატფორმამ წინასაარჩევნოდ გამოცემა „ნიუ-იორკ პოსტის“ სტატია დაბლოკა, რომელშიც მაშინ ჯერ კიდევ დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის უკრაინაში საქმიანობაზე იყო საუბარი.
სხდომის დაწყებისას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ლინდსი გრამმა, კომპანიების მისამართით განაცხადა:
„მე მინდა გავიგო, თუ თქვენ გამოცემა არ ხართ „ტვიტერსა“ და „ფეისბუქში“, მაშინ რატომ გაქვთ სარედაქციო კონტროლი „ნიუ-იორკ პოსტზე?“.
ორივე კომპანიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისინი არ არიან არც რედაქტორები და არც გამომცემლები.
რესპუბლიკელების თავდასხმის პარალელურად, დემოკრატი კანონმდებლები კომპანიის წარმომადგენლებისგან დეზინფორმაციასთან ბრძოლის გამკაცრებას ითხოვდნენ.
ასევე ნახეთ: ტვიტერი და ფეისბუქი არჩევნებთან დაკავშირებულ შეტყობინებებს ფილტრავენამ ნაბიჯმა, რესპუბლიკელი კანონმდებლების აღშფოთება გამოიწვია. ისინი კომპანიებს ანტიკონსერვატიულ მიკერძოებულობაში დებენ ბრალს.
ზაკერბერგმა და დორსიმ თქვეს, რომ კომპანიებმა გარკვეული შეცდომები დაუშვეს, თუმცა ამავე დროს, მათ საკუთარი პოლიტიკა და მიდგომა დაიცვეს.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ თუ კომპანიები განაგრძობენ გარკვეული შინაარსის პოსტების საკუთარი პლატფორმიდან წაშლას და მოდერაციას, ისინი კანონს, რომელიც ინტერნეტ კომპანიებს მათზე განთავსებული პოსტების შინაარსზე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, შეცვლიან.