ბელარუსში დამოუკიდებელი მედიის ორი ხელმძღვანელ ქალს 12-12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო სხდომა, რომელზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დახურულ კარს მიღმა წარიმართა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
კადრები სასამართლო დარბაზიდან სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ სხედან ბრალდებული ქალები სასამართლო დარბაზში.
გამოცემა „ტუტ ბაის“ მთავარი რედაქტორი მარია ზოლოტოვა და გენერალური დირექტორი ლუდმილა ჩენიკა 2021 წლის მაისში დააკავეს. მათთან ერთად სამართალდამცავებმა გამოცემის სხვა ჟურნალისტებიც დააკავეს, თუმცა ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ: ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ „ტერორისტები“ დააკავაზოლოტოვასა და ჩენიკას თავდაპირველად ბრალი გადასახადებისგან თავის არიდებაში წაუყენეს, მოგვიანებით კი ისინი სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულეს.
გამოცემა „ტუტ ბაი“ აქტიურად აშუქებდა მასობრივ საპროტესტო აქციებს 2020 წლიდან მოყოლებული. პროტესტი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წარმოიშვა, რომლის შედეგებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა გააყალბა.
ასევე ნახეთ: ნობელიანტ ალეს ბიალიაცკის ბელარუსში 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯამალევე ლუკაშენკოს მთავრობამ „ტუტ ბაი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, გამოცემის თანამსრომლების დიდმა ნაწილმა კი ქვეყანა დატოვეს და ახალი გამოცემა „ზერკალო“ შექმნეს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ახლა ბელარუსში 1 500-ზე მეტი პოლიტპატიმარია. მათი დიდი ნაწილი 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს.