რატომ არ ჩაირთო განგაშის სირენები ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი ხანძრის დროს
Your browser doesn’t support HTML5
100 წელზე მეტია ამერიკა ასეთ მსხვერპლიან ხანძარს არ მოსწრებია. ჰავაის კუნძულ მაუიზე აგვისტოში ხანძრის გამო 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მძვინვარე ხანძრების დროს, განგაშის და ევაკუაციის სირენები იქ არცერთხელ არ ჩართულა. მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსს თანამდებობის დატოვება მოუწია.