ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი კუნძულ მაუიზე ჩავა


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორშაბათს ჰავაის კუნძულ მაუიში ჩავა. ცოტა ხნის წინ, კუნძულს ტყის ხანძარმა უდიდესი ზიანი მიაყენა. დაიღუპა 110-ზე მეტი ადამიანზე, განადგურებული ან დაზიანებულია 2 200-ზე მეტი შენობა, ასობით ადამიანი ჯერაც ვერ იპოვეს.

თთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი და პირველი ლედი კუნძულზე ჩავლენ და ზიანს ნახავენ, ამასთან, საჭირო, აღდგენით ღონისძიებებს განიხილავენ.

ხანძარმა ზღვისპირა ქალაქი ლაჰაინა გაანადგურა. გუბერნატორი ჯოშ გრინი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება. კვირას CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ მაშველებმა ძებნის ღონისძიებები უკვე ჩაატარეს ტერიტორიის 85 %-ზე, თუმცა დარჩენილი ტერიტორიის შემოწმებას შეიძლება კვირები დასჭირდეს. მისი თქმით, 1000-ზე მეტი ადამიანის ბედის შესახებ ჯერაც არაფერი იციან.

გუბერნატორმა ასევე თქვა, რომ აღდგენითი ღონისძიებები ადმინისტრაციამ ადგილობრივების, მათი კულტურისა და შეხედულებების პატივისცემით უნდა ჩაატაროს.

XS
SM
MD
LG