ნიუ იორკის ჰარლემის უბანში აფეთქება მოხდა

აფეთქების ადგილი, ჰარლემი, 12 მარტი, 2014

ორი ქალი დაიღუპა და ოცზე მეტი ადამიანი დაშავდა ნიუ იორკში მომხდარი დიდი აფეთქების შედეგად, რამაც ორი საცხოვრებელი კორპუსი მიწასთან გაასწორა.

ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ თქვა, რომ ბევრი ადამიანი დაკარგულია, თუმცა ოთხშაბათს მომხდარი აფეთქების დროს, ისინი შესაძლოა შენობაში არც ყოფილიყვნენ.

„ეს ყველაზე უარესი სახის ტრაგედია იყო, რადგან წინასწარ ამის არავითარი ნიშნები არ არსებობდა, რომ ადამიანების გადარჩენა მომხდარიყო.“

აფეთქება ჰარლემში დილით, ცოტა ხანში მას შემდეგ მოხდა, რაც მეზობელი კორპუსის ერთ-ერთმა მობინადრემ ბუნებრივი გაზის სუნი შეამჩნია. ამ უბნის მომსახურე გაზის კომპანია „კონსოლიდეითიდ ედისონმა“ ავარიის ადგილზე ორი ბრიგადა გაგზავნა, მაგრამ ადგილზე ისინი უკვე აფეთქების მერე მივიდნენ.

გაზის კომპანიის წარმომადგენელმა თავი შეიკავა ვარაუდები გამოეთქვა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რამდენად იყო ის გაზის გაჟონვის შედეგი.