გასამხედროებული დაჯგუფება "ჰამასის" განცხადებით, მისი მებრძოლები, ისრაელის ძალებს პირისპირ დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორი გადაკვეთეს და მოგვიანებით ბაზაზე დაბრუნდნენ. „ჰამასი“ აცხადებს, რომ მათ ისრაელის სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ისრაელს ცნობა არ დაუდასტურებია.
ასევე ნახეთ: ღაზაში ისრაელის ჯარისკაცებს და "ჰამასის" მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდადაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ჯავშანტექნიკამ სექტორში, ხან იუნისის აღმოსავლეთით, ღაზის სექტორის სამხრეთში შეღწია. ისრაელმა შესაძლოა სექტორში სახმელეთო შეტევა დაიწყოს.
ისრაელს ტექნიკის ან მანქანების განადგურების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.