ხაბაროვსკის ოლქის სამხედრო კომისარი რუსეთში თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც მობილიზებული პერსონალის ნახევარი მან უკან სახლში გააგზავნა. როგორც კომისარიატმა განმარტა, გაწვეულთა ეს კატეგორია საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.
ის რომ კომისარი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რეგიონის გუბერნატორმა, მიხაილ დეგტიარევმაც დაადასტურა. მისი თქმით, კომისრის გათავისუფლება ხელს არ შეუშლის მობილიზაციის იმ გეგმას, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა.
ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთში პირველი სამხედრო მობილიზაციაა, რომელიც პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. ოფიციალური ვერსიით, რუსეთის პრეზიდენტმა არა სრული, არამედ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
ამ გადაწყვეტილებას რუსეთში უკმაყოფილება მოჰყვა. დღემდე იმართება საპროტესტო აქციები. ქვეყნიდან ათეულობით ათასი ადამიანი გარბის.
Your browser doesn’t support HTML5
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით რუსეთში საპროტესტო აქციების დროს 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
პროტესტი მოჰყვა იმასაც, რომ ჯარში იწვევენ ისეთ პირებს, რომლებიც აშკარად არ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს.