თურქეთი, საერთაშორისო არენაზე ქვეყნების მზარდ რაოდენობას შეუერთდა და დაგმო რუსეთის მცდელობა არალეგალურად მოეხდინა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია. ამ ფონზე, ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ ნატოს მოუწოდა დაჩქარებული წესით მოახდინოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანება.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ოქტომბერს რუსეთის [ანექსიის] გადაწყვეტილებას საერთაშორისო კანონმდებლობის "უხეში დარღვევა" უწოდა, აღნიშნა რა, რომ ანკარამ ანალოგიურად უარი თქვა ეღიარებინა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო მიტაცება.
განცხადებაში გამოთქმულია მხარდაჭერა მოლაპარაკებების გზით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რითაც ფორმალურად გააფორმა და დაასრულა უკრაინის 4 რეგიონის-დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის ანექსიის მცდელობა. მანამდე, კრემლმა იქ ცრუ რეფერენდუმები ჩაატარა, რომელთა შედეგები საერთაშორისო თანამეგობრობამ არ ცნო.