შეერთებული შტატები მოუწოდებს ჰაიტის პოლიტიკურ ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს, იპოვონ გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს, საპრეზიდენტი და საკანონმდებლო არჩევნებს კარიბის ზღვის ამ ქვეყანაში.
გასულ კვირას, ჰაიტის პრეზიდენტი, ჯოვენელ მოისი მოკლეს. კომისია, რომელიც ჰაიტის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგება, პოლიტიკური შეთანხმების და ახალი პრეზიდენტის დასახელებაზე მუშაობს.
სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, დასავლეთ ჰემისფეროს საკითხებში, ლაურა ლოხმანი, აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოხარულია, ამ ნაბიჯით.
„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ლოხმანი ამბობს, რომ პოლიტიკური გამოსავალი ჰაიტელებმა უნდა იპოვნენ.
ასევე ნახეთ: ჰაიტის პოლიცია პრეზიდენტის მკვლელებს ებრძვის„კიდევ ერთხელ, თავად ჰაიტელების გადასაწყვეტია, იპოვონ გადაწყვეტა ამ პოლიტიკური პროცესისა. ჩვენ მათ ვეყრდნობით და ვუწევთ ყველანაირ დახმარებას... რათა კონსენსუზე დაფუძნებული მთავრობა ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს ის. ლოხმანი კვირას, ჰაიტიში ჩავიდა, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით.
7 ივლისს, 53 წლის ყოფილი ბიზნესმენი მოისი, რომელმაც თანამდებობა 2017 წელს დაიკავა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მისი მეუღლე მარტინე მოისი კი მძიმედ დაჭრეს, როდესაც შეიარაღებული მკვლელები, პორტ-ო-პრინსის გარეუბანში, წყვილის სახლში, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1 საათზე შეიჭრნენ.
ასევე ნახეთ: ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს, პირველი ლედი დაჭრილიამთავრობამ ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.