სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა საუდის არაბეთში სამშაბათს გამართულ ყოველწლიურ სამიტზე, ხელი მოაწერეს ყატარის სამწლიანი დიპლომატიური და ეკონომიკური იზოლაციის დასრულების შეთანხმებას.
შეთანხმების თანახმად, სპარსეთის ყურის ქვეყნები ყატართან სამი წლის წინ დაწყებულ სახმელეთო, საზღავო და საჰაერო მიმოსვლას აღადგენენ.
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მოჰამად ბინ სალმანმა აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა მოიწონეს „სოლიდარობისა და სტაბილურობის“ შეთანხმება. ხელშეკრულების პირობები და დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.
2017 წლის ივნისში საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტეს ყატართან. ამ ნაბიჯის შედეგად, სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით ყატარში, ღრმა ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო.
საუდის არაბეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ყატარს ტეორორისტული ორგანიზაციების, მათ შორის, ალ ყაიდისა და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში სდებდნენ ბრალს. ყატარი ბრალდებებს უარყოფს.