საბერძნეთში დღეს გლოვის დღეა. გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 74 ადამიანი დაიღუპა. მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.
პრემირ-მინისტრმა ალექსის ციპარისმა გუშინ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ხანძარი ყველაზე მძლავრი ათენის მახლობლად, რაფინის პორტთან ახლოს იყო. ცეცხლისგან გაქცეული ადამიანები თავს სანაპიროს აფარებდნენ. მაშველებმა ნავებით 700-მდე ადამიანი გადაარჩინეს.
სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით, 2000-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად.