ნიუ-იორკის ბრონქსის უბანში ერთ-ერთ ქუჩას წარმოშობით განელი ჯარისკაცის სახელი დაერქმევა. ემანუელ მესაჰი 28 წლის იყო, როცა გასულ დეკემბერს საცხოვრებელ გაჩენილი ხანძრისას 13 ადამიანი იხსნა, თვითონ კი დაიღუპა.
ოფიციალურ ცერემონიაზე ბრონქსის საბჭოს მეთაური დაღუპულის მამასთან ერთად მივიდა, რიჩი ტორესმა თქვა, რომ 187-ე ქუჩის და პროსპექტის გამზირის კუთხეს ამიერიდან ემანუელის სახელი ექნება.
ბელმონტის საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი 28 დეკემბერს 3 წლის ბიჭის მიერ გაზქურასთან თამაშმა გამოიწვია, ხანძარი მალევე მთელს შენობას მოედო.
Facebook Forum