ყაზახეთის ჩრდილოეთში მდებარე, აქთობის რეგიონში ავტობუსში გაჩენილმა ხანძარმა 52 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა გარდაცვლილი უზბეკეთის მოქალაქეა.
ოფიციალური ინფორმაციით, ავტობუსში 57 მგზავრი იმყოფებოდა. ხუთმა მათგანმა ცეცხლისთვის თავის დაღწევა შეძლო.
ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ისინი დაახლოებით 10 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი სოფელ ქალიბაის და მოძრაობდნენ იმ ავტომაგისტრალზე, რომელიც ყაზახეთის სამხრეთში უზბეკეთის საზღვართან მდებარე ქალაქ შიმკენტს რუსეთის ქალაქ სამარასთან აკავშირებს. ამ გზას ხშირად იყენებენ ის მიგრანტები, რომლებიც უზბეკეთიდან რუსეთისკენ მიემართებიან სამუშაოს საძებნელად.
ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის შეიძლება მოკლე ჩართვით ყოფილიყო გამოწვეული.
Facebook Forum