პარასკევის მონაცემებით, მსოფლიოში, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 11 მილიონს გადაჭარბა. ვირუსმა, ბოლო 7 თვის განმავლობაში, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპის კავშირის სახელმწიფოები, რომელსაც კორონავირუსმა მძიმე დარტყმა მიაყენა, ახლა ნელ-ნელა კარანტინს აუქმებს და შეზღუდვებს ამსუბუქებს. თუმცა, იცვლება საჯარო თავშეყრის ადგილებში, სამსახურებსა და სასწავლო დაწესებულებებში ყოფნის წესები. სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და სხვა მსგავსი აკრძალვები ჩვენს ყოველდღიურობაში, შესაძლოა, მომავალ წლამდე, ანუ ვაქცინის მიღებამდე დარჩეს.
ასევე ნახეთ: მსოფლიო "უარესის" მოლოდინში - ჯანმო ჩინეთში საგამოძიებო ჯგუფს გზავნისბოლო დროს ვირუსის დაფიქსირებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, კვლავ, ამერიკაშია. ხუთშაბათს, ერთ დღეში, ქვეყანაში 55,400-ზე მეტი ინფიცირებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ეს ამერიკისთვის, მას შემდეგ რაც პანდემია გამოცხადდა, რეკორდია. ვირუსის ასეთი სწრაფი და მასშტაბური გავრცელების გამო, ამერიკაში, ზოგიერთი შტატის გუბერნატორმა ეკონომიკის თავიდან ამუშავების გეგმები დროებით გადადო.
მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა თითქმის მეოთხედი, 129,000 ადამიანი, ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.
ასევე ნახეთ: კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის გამო შეზღუდვები ხელახლა წესდებაასევე, რთული მდგომარეობაა ლათინურ ამერიკაში, ბრაზილიაში. იქ კორონავირუსის მილიონნახევარი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მსოფლიოს საერთო მონაცემების 23%-ია. ინდოეთი კი აზიის ახალი ეპიცენტრი გახდა. ქვეყანაში კორონავირუსის 625,000 შემთხვევაა დადასტურებული.
აზიასა და ახლო აღმოსავლეთზე ვირუსის გლობალური შემთხვევების 12 და 9 პროცენტი მოდის.
ასევე ნახეთ: კოდივ19 და სეზონური გრიპი - სამხრეთ ამერიკის ახალი გამოწვევამსოფლიოს მასშტაბით, ბოლო 7 თვეში, პანდემიის გამო ნახევარ მილიონზე მეტი, დაახლოებით 520, 000 ადამიანი გარდაიცვალა. უხეში გათვლებით, ეს, დაახლოებით იმდენია, რაც ერთ წელიწადში, გრიპით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა.