ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის ექსპერტი: ამერიკაში კოვიდ-19 იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ მისი კონტროლი ვერ ხერხდება


ახალი კორონავირუსი, ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილში იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ მისი გაკონტროლება შეუძლებელია. ეს განცხადება ამერიკის დაავადებათა კოტროლის ცენტრის ერთ-ერთმა ექსპერტმა, ექიმმა ანი შუჩატმა გააკეთა. ზოგიერთმა შტატმა ქვეყანაში ახალი რეკორდი დაამყარა ახალი შემთხვევების რაოდენობით.

"ახლა ქვეყანაში ვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს და ეს ძალიან გულდასაწყვეტია", თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ექიმმა შუჩატმა ახალი შემთხვევების გამოჩენას, მხოლოდ დასაწყისი უწოდა. მისი აზრით, ახალი შემთხვევების დროს არ ხდება მათი სწრაფი დაფიქსირება და დაავადებულის იზოლაცია. ასევე იმის დადგენა, თუ ვისთან ჰქონდა პაციენტს კონტაქტი.

"ვფიქრობ, ქვეყანაში ბევრი იმედის მომცემად ფიქრობდა, რომ ახლა ზაფხულია და ყველაფერი კარგად იქნება. იმედი გაჩნდა, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა, თუმცა იმის დასაწყისშიც კი არ ვართ, რომ ეს დავასრულოთ. გასული კვირის განმავლობაში ბევრი სანევრიულო ფაქტორი გამოჩნდა", თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა.

ექიმმა შუჩატმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს ატარონ დამცავი პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია და არ ელოდნონ რაიმე გაუმჯობესებას ვაქცინის შექმნამდე.

ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ამერიკის ოლქების, მხოლოდ, 4%-ს აქვს კორონავირუსის შემთხვევების ზრდა. თუმცა, "ასოშიეთიდ პრესის" თანახმად, ამ ტერიტორიებზე ამერიკის მოსახლეობის 20% ცხოვრობს.

განსაკუთრებულად დიდი ზრდა და მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ არიზონას, კალიფორნიის, ფლორიდისა და ტეხასის შტატებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG