გერმანია შეეცდება ბრიტანელებს ევროკავშირში შესვლა აუკრძალოს, მიუხედავათ იმისა აქვთ თუ არა მათ კოვიდ-19-ის ვაქცინა გაკეთებული. ეს ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „თაიმსმა” გაავრცელა. გერმანიის კანცლერს სურს, რომ ბრიტანეთი კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანოს.
ასევე ნახეთ: რუსეთში კოვიდ-19-ით სიკვდილობა რეკორდულად იზრდებაგეგმა, ევროპელ და გერმანელ ოფიციალურ პირებთან ერთად იქნება განხილული. სავარაუდოდ აღნიშნულს მხარს არ დაუჭერენ საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, მალტა და პორტუგალია - ქვეყნები, სადაც ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია.
გერმანიის კანცლერი მომავალ კვირას, ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს ხვდება.
ბრიტანეთი გეგმავს მომავალ თვეში მოგზაურობის ახალი წესების მიღებას, რათა საშუალება მისცეს ყველა ვაქცინირებულ ადამიანს, თავისუფლად იმოგზაურონ სხვა ქვეყანებში, გარდა მაღალი რისკის ქვეშ მოქცეული ქვეყნებისა.