სამშაბათს გერმანულმა რეგულატორმა განაცხადა, რომ შეაჩერა მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ სერტიფიცირების პროცედურა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული სახელმწიფო კომპანიის, "გაზპრომის" პროექტია და ის ბალტიის ზღვის გავლით, გერმანიას რუსულ გაზს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა წლის დასაწყისში დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით ის არ ოპერირებს. რეგულატორის ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ მილსადენი ამოქმედებისგან ჯერ მაინც შორსაა.
უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნულ პროექტს შეერთებული შტატები და უკრაინა ეწინააღმდეგება. ევროპაში გაზის მიწოდების შეზღუდვასთან ერთად, მისკენ დიდი ყურადღებაა მიმართული.
ასევე ნახეთ: "ჩრდილეოთის ნაკადი 2" გაზით ივსებაგასულ თვეში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ევროკავშირთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას გაზრდის, როცა გერმანიის რეგულატორი ახალი მილსადენს ოპერირების უფლებას გასცემს.
პარალელურად, გაზის მიწოდების შემცირებასთან ერთად, ევროპაში ენერგო-მოხმარების საფასური გაიზარდა. ეს ბევრ ბიზნესსა და ოჯახს უქმნის გამოწვევას. ევროკავშირი მისი ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს, სწორედ რუსეთიდან იღებს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით შეაფერხებს რეგულატორის გადაწყვეტილება, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამოქმედებას. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მილსადენის ოპერირებას მინიმუმ 2022 წლის შუა პერიოდამდე გადადებს.
ასევე ნახეთ: რუსეთს გაზსადენთან დაკავშირებული ევროპული რეგულაციების წინსწრებით აცილება სურს„სერტიფიცირება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპერატორი გერმანიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანს თავის საორგანიზაციო-სამართლებრივ სტატუსს“ - ნათქვამია გერმანიის ფედერალური ქსელების სააგენტოს განცხადებაში. მილსადენის მართვაზე პასუხისმგებელ კომპანიას, მისი ქვემდგომი კომპანიისთვის, რომელიც მილსადენის გერმანიის ნაწილს განკარგავს, ადამიანური რესურსების და სხვა მთავარი აქტივების გადაცემა დაევალა.
თავად კომპანიის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ეთანხმებიან ამ მოთხოვნას და მიმართავენ ადექვატურ ზომებს, მასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კომპანია არ აკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადები შეიძლება დასჭირდეს ამ პროცედურას, ან რა გავლენას იქონიებს ეს ყოველივე გაზსადენის ამოქმედებაზე.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეერთებული შტატების მხრიდან, წარსულში სანქციების სამიზნე იყო. თუმცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გერმანიასთან შეთანხმებას მიაღწია და ვაშინგტონმა შეწყვიტა პროექტის ოპონირება. მილსადენი გაზს ევროპას უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის, რაც კიევისთვი დიდ საშემოსავლო დანაკარგებს უკავშირდება.