რა მოხდა გერმანიის არმიაში
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აუქმებს არმიის საგანგებო ძალების მართვის ცენტრს (KSK). ეს ნაბიჯი ბერლინმა შაბათს მას შემდეგ გადადგა, რაც გაირკვა, რომ ელიტარული ჯგუფი ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტურ იდეოლოგიას ემხრობოდა.
ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ღრმად შეიძლება იყოს გამჯდარი გერმანიის არმიაში მემარჯვენე ექსტრემიზმი. მათ შორისაა ფაბიან ვირჩოუ, დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორი და მემარჯვენე ექსტრემიზმის კვლევის განყოფილების დირექტორი.
„განცხადება პრაქტიკულად პირველად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე ერთეულ შემთხვევებში არ არის, როცა მემარჯვენე ექსტრემიზმი ჯარისკაცებში ვლინდება. არამედ, გერმანიის ფედერალური არმიის ძალებში მოქმედებს მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელები“ - ამბობს პროფესორი ვირჩოუ „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. ეს კი ადასტურებს, რომ „პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მხრიდან ამ საფრთხის შეფასება წარსულში სისტემატურად არასათანადო ხასიათს ატარებდა“.
ასევე ნახეთ: აშშ-ის ჯარი გერმანიიდან ბელგიაში, იტალიასა და შავი ზღვის ქვეყნებში გადანაწილდებაგერმანიის თავდაცვის მინისტრმა პირველად ამ გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის წინ, პირველ ივლისს გამოაცხადა. მაშინ ანგრეტ კრამპ-კარენბაუერმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი მემარჯვენე აქტივიზმის თაობაზე ჩატარებულ გამოძიებას ეყრდნობოდა. მინისტრის განცხადებით, საგანგებო ძალების მართვის ცენტრის მიერ დანერგილი „ტოქსიკური ლიდერობის კულტურა“ საგანგებოდ იყო დაცული მათ მიერვე შექმნილი „საიდუმლო კედლით“.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რათა მემარჯვენე ექსტრემიზიმი გერმანიის შეიარაღებულ ძალებში (ბუნდესვერში) არ დამკვიდრდეს და მათი ამოცნობა მოხდეს გავრცელებისთანავე - უთხრა „ამერიკის ხმას“ სამინისტროს პრესსპიკერმა.
„ნებისმიერი სახის ექსტრემიზმს, მემარჯვენე იქნება ეს, მემარცხენე, თუ ისლამისტური, ბუნდესვერში ადგილი არ აქვს, მისი 250 000 ჯარისკაცით, სამოქალაქო სახურებით და სამოქალაქო თანამშრომლებით “ - აღნიშნავს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახური (MAD) ამ ეტაპზე მემარჯვენე ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა დაახლოებით 600 შემთხვევას იძიებს. მათ შორისაა 20 შემთხვევა, რომელიც კონკრეტულად არმიის საგანგებო ძალების მართვის ცენტრს (KSK) ეხება.
ასევე ნახეთ: რთული პარტნიორობა: ვაშინგტონს გერმანიიდან ჯარები გაჰყავსრეფორმებისკენ მოწოდება
პირველ ივლისს გაკეთებულ განცხადებაში, მინისტრმა კრამპ-კარენბაუერმა თქვა, რომ არმიის საგანგებო ძალების მართვის ცენტრი „თავიდან ბოლომდე“ უნდა გარდაიქმნას. ამასთან, აღნიშნული ცენტრის ბუნდესვერში ინტეგრაციაც უკეთ უნდა მოხდეს.
„ჩვენ საგანგებო ძალების მართვის ცენტრს გადატვირთვის ღილაკზე დაჭერამდე დროს გამოვუყოფთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მან ასევე დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეფორმები არ გატარდება, ცენტრის დაშლა გარდაუვალია.
რეფორმებისკენ მოწოდებამდე, თავდაცვის მინისტრმა მამხილებლისგან 12-გვერდიანი შეტყობინება მიიღო. წერილში ნათქვამი იყო, რომ არმიის ამ ელიტარულ ნაწილში მემარჯვენე ექსტრემიზმის „კოლექტიური იგნორირება, ან მიმღებლობაც კი“ ხდებოდა.
თავიდან, წლის დასაწყისში, სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახური (MAD) იტყობინებოდა, რომ ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმთან დაკავშირებით, 500-მდე ჯარისკაცის საქმეს იძიებდა. მოგვიანებით ეჭვმიტანილთა რიცხვი გაიზარდა. მარტში, კონტრდაზვერვამ თქვა, რომ 2019 წელს, როცა მათ პირველად შეადგინეს ანგარიში ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ექსტრემიზმის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ასევე ნახეთ: ჰოჯესი: ამერიკის ჯარის ნაწილის გერმანიიდან გამოყვანა "კოლოსალური შეცდომა" იქნებარა არის საგანგებო ძალების მართვის ცენტრი
გერმანიის შეიარაღებულ ძალებში საგანგებო მართვის ცენტრი 1996 წელს შეიქმნა. მისი ფოკუსი სპეცოპერაციები იყო, მათ შორის, კონტრტერორიზმი, მძევალთა გათავისუფლება და დაზვერვის ინფორმაციის შეგროვება. დღეს ამ ძალებში დაახლოებით 1 100 ჯარისკაცი ერთიანდება.
გავრცელებული ინფორმაციით, საუკეთესოდ აღჭურვილი ელიტარული ქვედანაყოფი არაერთხელ გაიგზავნა საგანგებო მისიების შესასრულებლად ევროპაში თუ მის ფარგლებს გარეთ. საგანგებო ძალების მართვის ცენტრმა იმსახურა ავღანეთში, ბოსნიაში, კოსოვოში, თუ მალიში. გერმანიაში ამ ცენტრს იცნობენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე მეტად საიდუმლოებით მოცულ ქვედანაყოფს, გერმანიის არმიის ელიტარულ ნაწილს, რომლის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციებიც საჯაროდ ნაკლებად არის ცნობილი.
პროფესორ ვირჩოუს თქმით, გასაიდუმლოება ართულებს იმის დაზუსტებას, თუ რამდენად აუცილებელია სინამდვილეში ასეთი ქვედანაყოფის არსებობა. დიუსელდორფის უნივერსიტეტის ექსპერტი არ მოელის, რომ მას მთლიანად დაშლიან.
გერმანიაში საგანგებო ძალების მართვის ცენტრამდე რამდენიმე საგანგებო ქვედანაყოფი მოქმედებდა. მათ შორის იყო პოლიციის საგანგებო განყოფილება, რომელსაც GSG-9 ერქვა. სპეციალური დანიშნულების ძალები იყო გერმანიის საზღვაო ფლოტშიც და მას კამფსჩვიმერი ერქვა.
ამ ორი ქვედანაყოფის ოპერაციები შედარებით ლიმიტირებული იყო და ისინი საერთაშორისო ოპერაციებში ნაკლებად იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ეს მხარე, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება აფიქრებინებს ანალიტიკოსებს, რომ საგანგებო ძალების მართვის ცენტრი, დაშლის მუქარის მიუხედავად, მომავალში ბოლომდე არ გაუქმდება.
ასევე ნახეთ: გერმანიაში კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღა აშინებთ„თუ გერმანია... გააგრძელებს გაეროს, ან ნატოს ისეთ მისიებში მონაწილეობას, რომელიც ბრძოლაში უშუალოდ ჩართვას გულისხმობს, მაშინ საგანგებო ძალების ქვედანაყოფიც აუცილებელია“ - ამბობს ჰანს-ჯეიკობ შინდლერი, ბერლინში ექსტრემიზმის საწინააღმდეგო პროექტის უფროსი დირექტორი.
შინდლერის თქმით, „საგანგებო ძალების მართვის ცენტრის მთლიანად დაშლა, გერმანიისთვის ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო მისიები მნიშვნელოვნად იზარალებს, რადგან მალიში უბრალოდ ვერ იქნები საგანგებო ძალების მართვის ცენტრის გარეშე“.
ჯარში გაწვევა
საგანგებო ძალების მართვის ცენტრის გარდაქმნასთან ერთად, გერმანიაში ასევე განიხილება ჯარში გაწვევის კანონის შეცვლა. მთავრობაში მსჯელობენ იმაზე, დააბრუნონ თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური, როგორც არმიის რიგებში მემარჯვენე ექსტრემიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი.
ამ იდეის მხარდამჭერთა შორისაა ევა ჰოგლი, გერმანიის არმიაზე ზედამხედველი პარლამენტში. ის ამტკიცებს, რომ ჯარში სავალდებულო გაწვევის შემდეგ, მემარჯვენე ექსტრემისტებისთვის გაცილებით რთული იქნება შეიარაღებულ ძალებში გავლენის ბაზების დაფუძნება. „არმიას გამოადგება, თუკი მასში საზოგადოების დიდი ნაწილი იმსახურებს“ - უთხრა მან ივლისში ჟურნალისტებს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირის ლიდერები ისევ ერთად არიან, თუმცა აღდგენის გეგმებზე ჯერ ვერ თანხმდებიანთუმცა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და თავდაცვის მინისტრი ანგრეტ კრამპ-კარენბაუერი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღების იდეის წინააღმდეგ გამოდიან. ჯარში სავალდებულო გაწვევა გერმანიამ 2011 წელს გააუქმა და ქვეყნის დღევანდელი მთავრობა უპირატესობას პროფესიულ არმიას და მოხალისეთა სამსახურს ანიჭებს.
გასულ ხუთშაბათს მინისტრმა კრამპ-კარენბაუერმა მოხალისეებისთვის ახალი გეგმა წარადგინა. „შენი წელი გერმანიისთვის“ - ასეთი დევიზი აქვს პროგრამას, რომელიც 2021 წლის აპრილში დაიწყება. გადმოცემის მიხედვით, პროგრამის მთავარი ფოკუსი სამშობლოს დაცვა იქნება.