გერმანიის ხელისუფლება ამბობს, რომ დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ფულის სანაცვლოდ, გერმანული უნივერსიტეტიდან ინფორმაციის მოსკოვისთვის გადაცემა ედება.
ეჭვმიტანილი, რომელიც დასახელებულია, როგორც ილნურ. ნ., “რუსეთის საიდუმლო სამსახურისთვის სულ მცირე 2020 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა”, ნათქვამია პროკურორის განცხადებაში, რომელიც 21 ივნისს გამოქვეყნდა.
ასევე ნახეთ: ნატოს საიდუმლო ინფორმაცია იტალიელმა კაპიტანმა რუსეთს გადასცა
პროკურატურამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 18 ივნისს დააკავეს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი გერმანული უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური პროფესურის კვლევით ასისტენტად მუშაობდა. უნივერსიტეტის სახელი განცხადებაში არ არის აღნიშნული.
ის რუსეთის საგარეო საიდუმლო სამსახურის წევრს 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე, სულ მცირე, სამჯერ შეხვდა და სულ ცოტა, ორი შეხვედრის დროს ნაღდი ფულის სანაცვლოდ ინფორმაცია გადასცა.
ფედერალური სასამართლოს გამომძიებელმა მოსამართლემ, შესაძლო ბრალის წარდგენამდე, ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.