გერმანიის სასამართლომ ოთხშაბათს, 17 ივლისს, გერმანიისა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეს ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულს სანქციების დარღვევით, რუსული კომპანიებისთვის სამხედრო გამოყენების ელექტრონიკის მიყიდვა ედება ბრალად.
ევროკავშირმა მსგავსი ნაბიჯები, მას შემდეგ აკრძალა, რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა. სანქციები გაფართოვდა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებსშტუტგარტის სასამართლომ განაცხადა, რომ 59 წლის მამაკაცმა რუსეთს, 2020 წლის იანვრიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდში, 120 000 ნაწილი გადასცა, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
ამაში შედის ორლან-10-ის ტიპის დრონების ნაწილები, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება, განაცხადა სასამართლომ.
2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, ბრალდებულმა სცადა გადაეფორმებინა გაყიდვები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ჰონგ კონგი და თურქეთი, განაცხადა სასამართლომ.