შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელითაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა "ქართულმა ოცნებამ" ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის ლიდერებმა 19 ივლისიდან 101 დღის თავზე, ერთობლივი განცხადება პარტიის ოფისში გააკეთეს და რამდენიმე მიზეზი დაასახელეს, თუ რატომ გადიან შეთანხმებიდან.
პარტიის ლიდერმა პრესკონფერენციაზე უცხოელ პარტნიორებს უსაყვედურა, კოლეგები ოპოზიციიდან კი კრიმინალებად მოიხსენია. ირაკლი კობახიძის განცხადებით "ქართული ოცნება" დოკუმენტის გარეშეც გააგრძელებს მასში არსებული პუნქტების შესრულებას.
გუშინ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღე შესრულდა. ამ დროის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ პირნათლად ასრულებდა დოკუმენტის თითოეულ პუნქტს:ირაკლი კობახიძე
თუმცა, უცნობი რჩება პარტიის შეხედულება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. "ქართულ ოცნებაში" არ დაუკონკრეტებიათ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თვითმართველობის არჩევნებში პარტია 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. დოკუმენტის მიხედვით, ასეთ დროს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო.
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განცხადებაში თქვა, რომ პარტია სრულად ასრულებდა 19 აპრილის შეთანხმებას. თუმცა გასული ორი კვირის განმავლობაში მმართველ გუნდს სწორედ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების უგულებელყოფის გამო, როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი კოლეგები აკრიტიკებდნენ.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების დანიშნვის შეჩერბისკენ მოუწოდებსპარტია "ქართული ოცნება" მაშინაც და დღესაც აღნიშნავს, რომ დოკუმენტის პირობები მათი მხრიდან არ დარღვეულა, მეტიც, მათ მიაჩნდათ, რომ პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებაში. მმართველმა გუნდმა უცხოელი პარტნიორები მაშინაც გააკრიტიკა.
ასევე ნახეთ: შარლ მიშელი: იმედი გვაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების კუთხითანულირებული შეთანხმების მიუხედავად, პარტია "ქართული ოცნება" გეგმავს, რომ შეთანხმებაში არსებული გარკვეული პუნქტები თვითმართველობის არჩევნებამდე მიიღოს.
"საპატიმრო დატოვა დოკუმენტში მოხსენიებულმა ორივე კრიმინალმა;
პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც გართულდა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა;
ორი მოსმენით მივიღეთ კანონი ამნისტიის შესახებ და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს დავუტოვეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო კანონის მესამე მოსმენით მიღებასა და შესაბამისად, ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტის სრულფასოვან აღსრულებაში;
პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებაზურაბ ჯაფარიძე
განვახორციელეთ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, არსებითად გავზარდეთ ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში, შემოვიღეთ საარჩევნო უბნების სულ მცირე 10 პროცენტის გადათვლის გარანტია, დავაწესეთ 100-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნების გარშემო და ა.შ.
დავაინიცირეთ კონსტიტუციური კანონპროექტი საარჩევნო ბარიერის, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისა და გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ;
19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, თავი შევიკავეთ არსებული წესების მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისგან, „დავაპაუზეთ“ პროცესი, ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების მიხედვით, გადავსინჯეთ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმები და ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე ავირჩიეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
დავიწყეთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის ივნისამდე უნდა განხორციელებულიყო;
მათ სიტყვას ნული აქვს ფასიგიგა ბოკერია
„ქართული ოცნების“ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქმედების მიუხედავად, ბარიერგადალახული რვა ოპოზიციური პარტიიდან ოთხმა პარტიამ, ოპოზიციონერი პარლამენტარების უმრავლესობამ დღემდე არ მოაწერა ხელი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება იყო."
დონფრიდი: საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია
ირაკლი კობახიძის განცხადებიდან მალევე კომენტარები გაკეთდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც. პარტიების ნაწილი პარლამენტის დატოვებაზე საუბრობს, ნაწილი კი თვითმართველობის არჩევნების ბოიკოტსაც არ გამორიცხავს.