ირაკლი ალასანია: „საქართველო უფრო დაცული იქნება“
თბილისი —
ნატოს მხრიდან საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვისა და ანტისატანკო სისტემების მოწოდების საქმეში საგრძნობი პროგრესია - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში გამართული ნატოს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა. ეს თავდაცვის მინისტრების ბოლო შეხვედრა იყო, ნატოს სამიტამდე, რომელიც 3-4 სექტემბერს სამხრეთ უელსში უნდა გაიმართოს.
ჯერჯერობით, საიდუმლოდ რჩება რომელი და რა რაოდენობის თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებას გეგმავს ნატო საქართველოსთვის და რაც მთავარია, როდის გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ „ეს უახლოეს თვეებში მოხდება“.
ბოლომდე ნათელი არც ის არის, საქართველოსთვის ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების გეგმას, ალიანსის ყველა წევრი უჭერს მხარს თუ არა. მით უმეტეს, გერმანიის უკვე გაჟღერებული პოზიციის ფონზე, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას უელსის სამიტზეც არ უნდა ელოდოს.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაშიც მონაწილეობდა, კერძოდ ამბობს
“იმ შემოთავაზებების მიხედვით, რომელიც აქვს ნატოს და აშშ-ს პრეზიდენტ ობამას საქართველო იქნება უფრო დაცული. როგორც იქნება ასახული ნატოში ჩვენი ინტეგრაციის პროგრესი უელსის სამიტის დეკლარაციაში, ამის პარალელურად ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იქნება გაძლიერებული.
ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და ჩვენი ჯარისთვის, რომელიც არის პრაქტიკულად სრულად თავსებადი ნატოსთან და ეს ყველა გამსვლელმა აღნიშნა.“
საქართველო 2009 წლიდან ახორციელებს ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელ წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP), რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: დემოკრატიული განვითარება, სამხედრო რეფორმა, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარება.
ნატოს მხრიდან განსაკუთრებით მაღალი შეფასება ჰქონდა 2012 წლის ეროვნულ პროგრამას, როცა საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარება მოხდა. ამჯერად, საქართველო წლიური ეროვნული პროგრამის მეხუთე ციკლს ახორციელებს და მომდევნო შეფასებას ივნისის ბოლოს, ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ელის.
ამ მინისტერიალზე საბოლოო უნდა გაირკვეს, თუ ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტების მსგავსად, არც უელსის სამიტზე გვაძლევენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, რას გვაძლევენ სანაცვლოდ? და როგორ იქნება საქართველოს უსაფრთხოება დაცული რუსული აგრესიის შემთხვევაში, რომლის ალბათობაც, ძალიან დიდია.
ოპოზიციაში მყოფი პარლამენტარი გიორგი ბარამიძე, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის თანამდებობები ეჭირა ამბობს
„თუ ჩვენ ახლა MAP-ს არ გვაძლევენ, რაც ჩემი აზრით დიდი უსამართლობა იქნება. მაშინ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ერთადერთი ალტერნატივის სახით ანუ MAP-ის არმოცემის სანაცვლოდ, უნდა მიიღონ ძალიან ნათელი და მკაფიო ჩანაწერი საბოლოო დოკუმენტში.
პირდაპირ უნდა ჩაიწეროს, საქართველოს იმის გამო, რომ შინაარსობრივად აქვს MAP-ზე მეტი, MAP-ის მინიჭება აღარ სჭირდება და ამის გარეშე, საქართველოსთვის შემდგომი ეტაპი, იქნება ალიანსში პირდაპირი გაწევრიანება.“
უელსის სამიტზე, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ან ძლიერი თავდაცვითი შეიარაღების მიღების იმედით, საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, დღეს დაიწყო ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადასროლის პროცესი.
გაძლიერებული ქართული ასეული, რომლის შემადგელობაშიც 160-მდე სამხედროა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგის აეროპორტის უსაფრთხოებას დაიცავს.
კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის შემდეგ ეს იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე საერთაშორისო მისია. ამჟამად, ავღანეთის ჰელმანდის პრივინციაში 1600-მდე ქართველი მეომარია დისლოცირებული. სულ ერაყსა და ავღანეთში საქართველომ 34 ჯარისკაცი დაკარგა, 250-მდე კი დაიჭრა.