სოჭის თამაშები რუსეთს 51 მილიარდი დოლარი დაუჯდა. 8,5-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ვანკუვერის და 12-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ტურინის ოლიმპიადა
თბილისი —
ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ძვირი და ყველაზე თბილი ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც გუშინ სოჭში ოფიციალურად დაიხურა, მასპინძელი რუსეთის ტრიუმფით აღინიშნა. რუსმა სპორტსმენებმა 33 მედლის მოპოვება შეძლეს. აქედან, 13 ოქროა, 11 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.
მეორე ადგილზე - 26 მედლით (11 ოქრო) ნორვეგია გავიდა; მესამეზე კი 25 მედლით (10 ოქრო) კანადა. ამერიკელებმა ჯამში 28 მედალი მოიპოვეს, თუმცა ოლიმპიური ოქრო აქედან მხოლოდ 9 იყო და ამიტომაც, საერთო ჩათვლაში, მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.
ყველაზე დიდი მოულოდნელობა ქალთა შორის ფიგურულ სრიალში მოხდა, სადაც 17 წლის რუსმა ადელინა სოტნიკოვამ, ოლიმპიურ ჩემპიონს სამხრეთ კორეელ კიმ იუნას აჯობა. ბევრი ექსპერტის აზრით, არცთუ მსაჯების დაუხმარებლად. რუსი მოციგურავე ევგენი პლუშჩენკოს ტრავმის შემდეგ, ყველაზე დიდი გაწბილება რუსებს ჰოკეიში შეხვდათ, სადაც მათი ნაკრები უმედლოდ ფინეთმა დატოვა.
საინტერესოა, რომ რუსთა მიერ მოგებული 13 ოქროს მედლიდან - 5 ოქრო ნატურალიზებულ სპორტსმენებზე მოდის. ვაშინგტონის შტატში დაბადებულმა ამერიკელმა ვიკ ვაილდმა, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა, 2012 წელს მიიღო, ახალ სამშობლოს სნოუბორდში ორი ოქრო მოუტანა (მისმა მეუღლემ, რუსმა ლამაზმანმა ალიონა ზავარზინამ ასევე სნოუბორდში ბრინჯაო მოიპოვა - ზ.წ).
სოჭის ოლიმპიდის გმირი კი ეთნიკური კორეელი, სეულში დაბადებული ვიქტორ ანი გახდა, რომელმაც შორტ-ტრეკში სამი ოქრო და 1 ბრინჯაო მოიგო და რუსეთის ჰიმნი სამჯერ ააჟღერა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ანალოგიური შედეგი ანმა რვა წლის წინ, ტურინის ოლიმპიადაზეც აჩვენა.
მაშინ იგი მშობლიური სამხრეთ კორეის დროშით გამოიდიოდა. 2006 წელს კი კორეის ფედერაციასთან კონფლიქტის გამო საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. უკვე ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ ანი ამბობს:
„რვა წლის წინ როცა მამაჩემი რუსეთის ფედერაციას დაუკავშირდა ჩემს გადასვლასთან დაკავშირებით, ძალიან ვნერვიულობდი და ვღელავდი. ვფიქრობდი, როგორ შევძლებდი საცხოვრებლად ისეთ ადგილას გადასვლას, სადაც არავის ვიცნობდი. როგორ შევძლებდი შეგუებას და მიჩვევას? რაიმე შედეგის ჩვენებას?
დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა გადმოსვლამ გაამართლა, რუსეთში როგორც სახლში ისე ვგრძნობ თავს და ამის შედეგია, სოჭის ოლიმპიადაზე ეს სამი ოქროს მედალიც.“
სამი ოქროს მედალი მოიგო სოჭში, ლეგენდარულმა ნორვეგიელმა მოთხილამურე ქალმა, 33 წლის მარიტ ბიორგენმაც. თუმცა მას უკეთესი შედეგი ჰქონდა ოთხი წლის უკან ვანკუვერში, სადაც სამ ოქროსთან ერთად, ვერცხლსა და ბრინჯაოსაც დაეუფლა.
სამი ოქრო აიღო ბიატლონში, ბელარუსმა დარია დომრაჩევამაც და ბელორუსიის დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან ბელორუსიის გმირის წოდებაც დაიმსახურა. 27 წლის დომრაჩევა მე-11 ადამიანია ბელორუსიის ისტორიაში, რომელსაც ეს უმაღლესი წოდება მიენიჭა.
რაც შეეხებათ ქართველ სპორტსმენებს. საუკეთესო შედეგი სამთო მოთხილამურე, ბაკურიანელმა იასონ აბრამაშვილმა აჩვენა. გიგანტურ სლალომში წაქცევის შემდეგ, მან სლალომში 22-ე ადგილი დაიკავა.
ეს შედეგი უფრო დასაფასებელია იმ ფონზე, როცა 34 მოთხილამურე საერთოდ ვერ მივიდა ფინიშამდე. მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონი ფრანგი ჟან ბატისტ გრანჟი და ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ტედ ლიგეტიც იყვნენ. მიზეზი თბილი ამინდი და ტრასის საშინელი მდგომარეობა გახდა.
მოსალოდნელზე ცუდად გამოვიდა მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელსაც აშკარად მომატებული ჰქონდა წონაში, ყინულზეც დაეცა და საბოლოოდ 24 მონაწილეს შორის მე-19 ადგილს დასჯერდა.
უიღბლო გამოდგა გუდაურელი დებიუტანტის ალექსი ბენიაიძის გამოსვლაც. 23 წლის სამთო მოთხილამურემ ფინიშამდე ვერ მიაღწია ვერც გიგანტურ და ვერც ჩვეულებრივ სლალომში.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშემ, ასევე სამთო მოთხილამურე 20 წლის ნინო წიკლაურმა კი გიგანტურ სლალომში 49-ე შედეგი აჩვენა (სლალომში ფინიშამდე ვერც წიკლაური მივიდა - ზ.წ). ნაგანოსა და სოლტ ლეიკ სიტის ზამთრის ოლიმპიადების მონაწილე, ყოფილი სამთო მოთხილამურე სოფო ახმეტელი ახალგაზრდა კოლეგის გამოსვლას ასე აფასებს:
„სამწუხაროდ ძალიან ცუდი ამინდი იყო. 90 მონაწილედან 22 საერთოდ გამოეთიშა ასპარეზობას, მათ შორის ტურინის ოლიმპიური ჩემპიონი ჯულია მანკუზო. რაც შეეხება ნინო წიკლაურს, ვფიქრობ, რომ მისი 49-ე ადგილი ძალიან ნორმალური შედეგია.“
სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე სარეკორდო რაოდენობა - 88 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. საბოლოოდ, მედლების 295 კომპლექტი მხოლოდ 26 ქვეყნის სპორტსმენებმა გადაინაწილეს. ოლიმპიური ოქრო კი 21-მა ქვეყანამ მოიგო.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ქვეყნებმაც, როგორებიც: კაიმანის კუნძულები, ბერმუდა, აღმოსავლეთ ტიმორი, დომინიკა, ზიმბაბვე, ტოგო, ტონგა და იამაიკა არიან.
ორმა იამაიკელმა ბობსლეისტმა რუსეთში ჩასვლა საქველმოქმედო კამპანიის ხარჯზე შეძლო, რომლის ფარგლებში მათ 121160 დოლარი შეუგროვდათ. ერთ-ერთი იამაიკელი უინსტონ უოტსი 47 წლის იყო.
ოლიმპიური თამაშების ისტორიაში სოჭის თამაშები უკვე შევიდა, როგორც ყველაზე თბილი და ყველაზე ძვირი ოლიმპიადა. ოლიმპიადის დღეებში სოჭში ჰაერის ტემპერატურამ +21 გრადუსსაც კი მიაღწია, რამაც მოთხილამურეებსა და ბიატლონისტებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
რაც შეეხება სარეკორდო დანახარჯებს. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთს ზამთრის ოლიმპიადა 1,5 ტრილიონი რუსული რუბლი ანუ დაახლოებით 51 მილიარდი დოლარი დაუჯდა. შედარებისთვის, ვანკუვერის 2010 ზამთრის ოლიმპიადაზე კანადამ 8,5-ჯერ უფრო იაფი - 6 მილიარდი დოლარი დახარჯა; ტურინის 2006 წლის თამაშები კი იტალიამ 12 ჯერ იაფად - 4,1 მილიარდ დოლარად ჩაატარა.
სოჭი 2014, საერთო ჩათვლა, პირველი ათეული
ოქრო ვერცხლი ბრინჯაო სულ
1. რუსეთი 13 11 9 33
2. ნორვეგია 11 5 10 26
3. კანადა 10 10 5 25
4. აშშ 9 7 12 28
5. ჰოლანდია 8 7 9 24
6. გერმანია 8 6 5 19
7. შვეიცარია 6 3 2 11
8. ბელარუსი 5 0 1 6
9. ავსტრია 4 8 5 17
10. საფრანგეთი 4 4 7 15
Your browser doesn’t support HTML5