საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა პირველად მოინახულა ავღანეთში დისლოცირებული ქართული ბატალიონები
თბილისი —
საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ ავღანეთში იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი თავიდან, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქთან ლაშქარ გაღთან ახლოს, დიდი ბრიტანეთის ძირითადი სამხედრო ბაზის - კემპ ბასტიონის (Camp Bastion) აეროდრომზე ჩაფრინდა.
აქ, მას ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სარდალი, დანიელ იუ შეხვდა. ამერიკელმა ბრიგადის გენერალმა თებერვლიდან ჩაიბარა ეს მიმართულება, როცა გენერალ-მაიორი ვალტერ მილერი შეცვალა.
მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა იქვე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზა კემპ ლეზერნიკზე (Camp Leatherneck) გადაინაცვალა, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს - 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბი „ორბია“ მოწყობილი.
კემპ ლეზერნიკზე საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის 15 ქართველი და 7 ამერიკელი ჯარისკაცი დააჯილდოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ქართველ და ამერიკელ მეომრებს მიმართა
"თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც ელოდებიან და რომლებითაც ამაყობენ! მე, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი და თქვენთან ერთად მყოფი, ამაყი ვარ იმით, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ და ასეთი ხალხის მთავარსარდალი ვარ!
ბუნებრივია, გმირობას, რომელსაც თქვენ ყოველდღე იჩენთ, სამწუხაროდ, მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია და უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველა ჩვენგანს ისევე სტკივა, როგორც თქვენ. ამავე დროს, გვეამაყება ის ადამიანები, რომლებმაც ჯანმრთელობა ან სიცოცხლე შესწირეს ამ მისიის შესრულებას.
მინდა იცოდეთ, რომ საქართველოში ყველა აფასებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, რადგან ეს არის ბრძოლა საქართველოს სიძლიერისათვის, ეს არის ბრძოლა მსოფლიოს სტაბილურობისათვის. ამას იაზრებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომლებიც სიამაყითა და იმედით აღსავსე ელოდებიან თქვენს დაბრუნებას".
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 31-ე ბატალიონი ჰელმანდში მორიგი მისიით 2013 წლის ოქტომბერში იქნა გადასროლილი. ამ ხნის მანძილზე, ამერიკელებთან ერთად, ქართულმა ბატალიონმა არაერთ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ოპერაცია „მონადირე 2“-სა და „მონადირე 3“ - ში, რომლებიც სამხრეთ მუჰამადაბადის მიდამოებში ჩატარდა, აქ, თალიბებს მნიშვნელოვანი პოზიციები ჰქონდათ.
ახლახანს, მარტის დასაწყისში კი, 31-ე ბატალიონის „ალფას“ ასეულმა, კაპიტან ზაზა გორგოძის მეთაურობით, სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში ოპერაცია „გრიფონი 3“ ჩაატარა. 12 საათიან ოპერაციაში 130 ქართველი და 14 ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობდა.
გასულ კვირას კი „კემპ ლეზერნიკზე“ მართლაც უჩვეულო მოვლენა მოხდა, 31-ე ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი მეშველიანის გადაწყვეტილებით, ქართველი მეომრების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს
„უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული სამხედროსთვის უმაღლეს მთავარსარდალთან შეხვედრა. ეს ვიზიტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. მთავარსარდალს წარუდგა ახლახანს დანიშნული - ამერიკელი ბრიგადის გენერალი იუ, რომელიც ამ მიმიმართულებით სარდლის მოვალეობას ასრულებს.
31-ე ბატალიონის მეთაურმა კი სპეციალურ ბრიფინგზე უმაღლეს მთავარსარდალს წარუდგინა ის ამოცანები და ის ყოველდღიური საქმიანობა, რასაც საკმაოდ წარმატებით ახორცილებეს ქართული ბატალიონი.“
გარდა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა, საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთში თან ახლდა უშიშროების საბჭოს მდივანი იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გეგეჭკორი, თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე სესიაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი აბაშიძე და მეგობარი ქალი მაკა ჩიჩუა.
საინტერესოა დეტალია, რომ 2013 წლის 27 ოქტობრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ავღანეთის უბნებზე არჩევნების შედეგი სწორედ „ლეზერნიკზე“ დისილოცირებულმა ჯარისკაცებმა განსაზღვრეს.
საარჩევნო უბანზე „ერედვი“ დავით ბაქრაძემ - 318, ხოლო გიორგი მარგველაშვილმა - 285 ხმა მიიღო. საარჩევნო უბანზე „ლეზერნიკი“ კი 414-მა სამხედრომ ხმა მარგველაშვილს მისცა, 278-მა კი ბაქრაძეს. საბოლოდ, მარგველაშვილმა ავღანეთის უბნები 104 ხმით მოუგო ძირითად კონკურენტს.
საქართველო 2009 წლიდან მონაწილეობს ISAF-ის მისიაში. ამ ხნის მანძილზე, თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში 29 ჯარისკაცი დაკარგა, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაიჭრა. ყველაზე მეტი დანაკარგა სწორედ 31-ე ბატალიონს აქვს, რომელსაც 2010-2012 წლებში ჰელმანდის პროვინციაში 12 მეომარი მოუკლეს. ამჟამად ავღანეთში 1600-მდე ქართველი ჯარისკაცი იბრძვის.
აი-სა-ფის ოპერაციაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები:
05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე (31-ე ბატალიონი)
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი (32-ე ბატალიონი)
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი (32-ე ბატალიონი)
24/05/2011 სერჟანტი ლავროსი ივანიაძე (33-ე ბატალიონი)
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე (33-ე ბატალიონი)
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე (33-ე ბატალიონი)
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი (31-ე ბატალიონი)
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე (31-ე ბატალიონი)
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე (31-ე ბატალიონი)
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია (31-ე ბატალიონი)
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე (32-ე ბატალიონი)
29/12/2012 სერჟანტი გიორგი კიკაძე (12-ე ბატალიონი)
13/05/2013 სერჟანტი ზვიად დავითაძე (42-ე ბატალიონი)
13/05/2013 კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (42-ე ბატალიონი)
13/05/2013 კაპრალი ვლადიმერ შანავა (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი გიორგი ადამოვი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგით ზვიად სულხანიშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი ბორის ცუგოშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი ზურაბ გურგენაშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (42-ე ბატალიონი)