საქართველოში დააჯილდოვეს ჟურნალისტები სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცოტა ხნის წინ საქართველოში დააჯილდოვა ჟურნალისტები სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მსგავსი კონკურსები ჟურნალისტებისთვის ერთგვარი წახალისებაცაა და დაფასებაც მათი პროფესიონალიზმის.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთელი ჟურნალისტი და ბლოგერი მარია პლიევა კოლეგების დაჯილდოვების ფაქტს მიესალმება, თუმცა არასაკმარისად მიიჩნევს კონკურსის მასშტაბებს. მისი აზრით, სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებაში წვლილი სამხრეთ ოსეთელ და აფხაზ ჟურნალსიტებსაც შეაქვთ და მათ მუშაობასა და პროფესიონალიზმსაც უნდა მიექცეს ყურადღება. პრიზების ამგვარმა გადანაწილებამ სამხრეთ ოსეთელი ჟურნალისტების გულისწყრომა გამოიწვია. ამერიკის ხმასთან საუბრისას მარია პლიევამ განაცხადა:
„იმით დავიწყებ, რომ ჟურნალისტებს, რომელთა თაობაზეც მე მივუთითე ჩემს ბლოგში, პროფესიონალებად ვთვლი და დადებითად ვარ განწყობილი. კითხვები მაქვს კრიტერიუმების თაობაზე. ჩემთვის გაურკვეველია, სამშვიდობო ჟურნალისტიკაში რატომ არ შეიძლება დაჯილდოვნენ სამხრეთ ოსეთელი და აფხაზი ჟურნალისტები. თუნდაც მათ უარი ეთქვათ, ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ, შეეთავაზებინათ მაინც ორგანიზატორებს მათთვის მონაწილეობა. ჩემთვის უცნაურია ისიც, რომ ჟურნალისტებს თავად შეაქვთ საკუთარი კანდიდატურები. მაგალითად, გერმანიაში სხვები წარადგენენ ჟურნალისტებს ამა თუ იმ ნომინაციაზე. კონკურსში ვერც გოგა აფციაურმა გაიმარჯვა, ვისაც, ჩემი აზრით სამშვიდობო ჟურნალისტიკაში დიდი დამსახურება აქვს. მის მიმართაც მაქვს პრეტენზიები, მაგრამიგი მაინც მიმაჩნია საუკეთესოდ ამ დროისთვის. ასევე მამუკა ყუფარაძე, რომელსაც საერთოდ არ მიუღია იქ მონაწილეობა.“
მარია ამბობს, რომ თავადაც სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ კონკურსში, ამგვარი ინიციატივა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან რომ წამოსულიყო. შენიშვნები და მოსაზრებები მან საკუთარ ბლოგში გამოხატა, რამაც საქართველოში მომუშავე კოლეგებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოციალურ ქსელ ფეისბუქში მსჯელობისა და პოზიციების შეჯერების შემდეგ კი კოლეგებს შორის უპასუხო კითხვები აღარ დარჩა და ყველა მეგობრული განწყობით დაშორდა ერთმანეთს. მარია ამბობს, რომ საქმეში უკეთ გარკვევის შემდეგ, კუნკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების პროფესიონალიზს ეჭვქვეშ არ აყენებს. სამაგიეროდ, აჟღერებს იდეას იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტებმა ტერიტორიული კუთვნილების მიუხედავად, ერთმანეთი დააჯილდოვონ, თუნდაც სიმბოლური პრიზებით. ეს იქნება ურთიერთპატივისცემის და ურთიერთდაფასების შესანიშნავი მაგალითი,- ასე მიიჩნევს იგი.
„მეც მივიღებდი მონაწილეობას ამ კონკურსში საერთაშორისო ორგანიზაციების მხირდან რაიმე წინაღობა რომ არ იყოს. ვთქვათ, თუ არ მიუთითებენ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მაინცდამაინც საქართველოს ნაწილია. თუ, ვთქვათ, უბრალოდ, დაწერენ, კონფლიქტის ზონა და შემდეგ ქართული მხარე, აფხაზური მხარე და სამხრეთ ოსური მხარე. მე თავს არ მივიჩნევ მხოლოდ ცხინვალელ ჟურნალისტად. მე ვამბობ, რომ ვარ სამხრეთ ოსეთიდან და მიცნობენ როგორც იქ, ასევე, ჩრდილო ოსეთშიც. ცხინვალელი ჟურნალისტობა, გარკვეულწილად, ვიწრო გაგებაა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფორმულირებას. მე არ ვამბობ, რომ ყველა ჩემმა კოლეგამ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. უბრალოდ ვამბობ იმას, რომ იყო კონფლიქტი და მისი ერთი მხარეა სამხრეთ ოსეთი, ისევე, როგორც აფხაზეთი და არა ცხინვალი და სოხუმი მხოლოდ. ვიტყვი იმასაც, რომ პირადად მე ძალიან მომწონს ტერმინი თვითაღიარებული რესპუბლიკა.
„კარგი იქნებოდა ჩვენ ჩვენი პრიზი რომ დაგვეწესებინა. თუნაც ეს არ იყოს ფულადი, მაგალითად, რაღაც პატარა ქანდაკება, უბდალოდ სამშვიდობო ჟურნალისტიკისთვის გადაგვეცა ეს პრიზი ჟურნალისტებისთვის სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოდან და აფხაზეთიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩია,“- ამბობს მარია პლიევა.
გოგა აფციაური, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის მუშაობს და კონფლიქტების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ თვითაღიარებულ აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც ბევრია ჟურნალისტია ანტიმილიტარისტული განწყობით. „ჩვენ, პირველ რიგში პეროფესიული სტანდარტების მიმართ ერთგულება გვაერთიანებს“,- ამბობს იგი და დასძენს, რომ თავადაც მხარს უჭერს მარიას იდეას ურთიერთდაფასებისა და სამუშაოს ღირსეულად შესრულებისთვის თუნდაც სიმბოლური პრიზის დაწესების შესახებ.
„რა თქმა უნდა, ანტიმილიტალისტურად განწყობილი ჟურნალისტები ვთანხმდებით იმაზე, რომ ერთობლივი პროექტები უნდა განხორციელდეს. ამის მაგალითი იყო თუნდაც, ჟურნალისტთა სამშვიდობო ქსელის ჩამოყალიბება. ჩვენ, ქართველები, აფხაზები და ოსები ერთად ვიყავით კვიპროსში ამ პროექტის ფარგლებში, მაგრამ შემდეგ პროექტი დამთავრდა და სამწუხაროდ მას გაგრძელება აღარ ჰქონია. იმ იდეას, რაც მარია პლიევასგან წამოვიდა, მაშინვე გამოვეხმაურე და მხარი დავუჭირე, რადგან მიმაჩნია, რომ არიან ჟურნალისტები, ვინც რაღაც პროცესების მიღმა რჩება. ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ საერთო ენა. იქნება ეს კონკურსი, პრემია თუ სხვა რამ, პრინციპში, შესაძლებელია, რომ ერთობლივად განხორციელდეს,“- ამბობს გოგა აფციაური.
მთელს ამ ისტორიაში ყველაზე ღირებული, ალბათ, ოსი კოლეგების მხრიდან წამოსული ინიციატივა და სურვილია იმის თაობაზე, რომ მათი ნამუშევრებიც შეფასდეს ქართველი კოლეგების ნამუშევრებთან ერთად.