ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა მესაზღვრეებმა ღობეების აღმართვა განაახლეს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს მხარეებს, ამ პროცესის შედეგად მიღებული ზეგავლენა გაითვალისწინონ

ვილნიუსის სამიტზე მიღებული დეკლარაცია სახელწოდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობა: გზა წინსვლისკენ“ ამ ურთიერთობის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და სამომავლო გეგმებს მოიცავს.

დეკლარაცია 14 გვერდისგან შედგება და 58 პუნქტს აერთანებს.

დეკლარაციაში სამიტის მონაწილეები აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებენ.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმართულებით მიაღწია.

სამიტის მონაწილეები საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების დღის წესრიგის დასკვნით ეტაპზე გადასვლას 2014 წელს მოელიან.

ამ ფონზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იუწყება, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ რუსმა მესაზღვრეებმა ღობეების აღმართვა განაახლეს.
XS
SM
MD
LG