ერთ წელში 598 არასრულწლოვანი ძალადობის მსხვერპლია - ოფიციალური სტატისტიკა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლად 598 არასრულწლოვანი იქნა მიჩნეული. მათგან 265 მამრობითი სქესის ხოლო 330 მდედრობითი სქესის არის.

ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სტატისტიკის მიხედვით კი ირკვევა, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობის კუთხით ყველაზე რთული ვითარება თბილისშია, შემდეგ იმერეთის და კახეთის რეგიონები.

2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულია 10 266 შემაკავებელი ორდერი. მსხვერპლად 7 479 მდედრობითი სქესის ადამიანი ცნეს, ხოლო 1561 მამრობითის. რაც შეეხება მოძალადეებს, 7030 მამრობითი სქესისაა 1524 მდედრობითი.

ოჯახური ძალადობის სახეები

ძალადობის სახეების სტატისტიკაში ყველაზე მეტად ჭარბობს ფსიქოლოგიური, ხოლო შემდეგ ადგილზე ფიზიკური და ეკონომიკური.

ყველაზე მეტი ფიზიკური ძალადობა ოჯახში ოფიციალური მონაცემებით თბილისში ფიქსირდება. ეს 918 შემთხვევა იყო, ხოლო იმერეთში 405.

ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით ყველაზე მეტი შემთხვევა ასევე თბილისში დაფიქსირდა, სადაც ინციდენტების ძალაბობის 4601 შემთხვევა დაფიქსირდა. კახეთში ეს მაჩვენებელი 951 იყო.

ეკონომიკური ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევაც თბილისში ფიქსირდება 109 შემთხვევა და იმერეთში 41.

ოჯახში ძალადობა / მკვლელობები

ოფიციალური მონაცემების თანახმად გურიაში, აჭარაში და სამცხე ჯავახეთში არცერთი მკვლელობა არ დაფიქსირებულა.

ყველაზე მეტი მკვლელობა მოხდა თბილისში. ეს 4 შემთხვევა იყო და სამართალდამცავებმა ოთხივე გახსნეს.

3 მკვლელობა მოხდა კახეთში, რომელთაგან 2 გახსნილია.

მცხეთა-მთიანეთში მომხდარი 1 მკვლელობა სამართალდამცავებმა გახსნეს.

3 მკვლელობა მოხდა შიდა ქართლში, 2 კი ქვემო ქართლში, იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმშიც 2 მკვლელობა დაფიქსირდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 1.