1928 წლიდან ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვებას 500–ზე მეტი მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა
თბილისი —
ჭიათურის მანგანუმის მადნის მომპოვებელ საწარმოში, რომელიც მარტში ლუქსემბურგში რეგისტრირებულ კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ ხელში გადავიდა კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. გუშინ, ითხვისის მაღაროს მეორე უბანზე, უეცრად მოვარდნილმა წყალმა ორი მაღაროელი, 51 წლის ცვლის უფროსი რონალდ ნოზაძე და 49 წლის გვირაბგამყვანი იუზა სამხარაძე დაახრჩო.
წინასწარი ინფორმაციით, ითხვისის მაღაროს ამ უბანზე, რამდენიმე ათეული წლის წინ დამუშავებული და დაკონსერვებული მაღაროს ხელახალი გახსნა მოხდა. აფეთქების შემდეგ კი იქ დიდი რაოდენობით წყალი აღმოჩნდა დაგროვილი. საწარმოს ადმინისტრაცია მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებს. ითხვისის მაღაროს უბნის უფროსის მოადგილე პავლე სამყურაშვილი ამბობს:
„ასეთი რამ მოხდა. მე გაფრთხილებული მყავდა ის ხალხი რომ წყლის მომატების შემთხვევაში უნდა გამოცლოდნენ იმ სამუშაოს. წყალმა რომ მოიმატა ისინი წამოსულები იყვნენ, თუმცა წყალმა გადმოხეთქა, დაარტყა წყლის ნაკადმა და დაახლოებით 60 მეტრზე ათრია მაღაროელები.“
ადმინისტრაციას პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირები და ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი.
მათი აზრით, მომხდარში საწარმოს ადმინისტრაციის ბრალეულობა იკვეთება.
მიწისქვეშა სამუშაოების დაწყებამდე გეოლოგიური სამსახურის მიერ აუცილებლად უნდა მომხდარიყო გრუნტის შემოწმება. მით უმეტეს ძველი, დამუშავებული უბნის გახსნისას, სადაც დანალექ ქანებში (კირქვებში) ადვილად გროვდება, როგორც ზედაპირიდან ჩამავალი (წვიმის), ისე ნაპრალის წყლები. ერთ–ერთი მაღაროელი ამბობს:
„ეს ხალხი არ დაიღუპებოდა რომ არ ყოფილიყო დარღვევები. დარღვევები იყო. ეს მარცხი გამოიწვია იმან რომ იქ, სადაც ეს ხალხი მუშაობდა სამძებრო სამუშაოები არ იყო ჩატარებული.
ამ ბიჭებმა არ იცოდნენ აფეთქებისას დიდი რაოდენობით წყალი იყო მეორე მხარეს თუ რა იყო, რო ყოფილიყო სამძებრო სამუშაოები ეცოდინებოდათ რომ დიდი რაოდენობით წყალი დგას იქ, იმ წყალს მოერიდებოდნენ და სხვა მეთოდით დავამუშავებდით მაღაროს.
ეს აუცილებელი სამუშაო რომ არ ჩატარდა. სწორედ ამან იმსხვერპლა ეს ორი ადამიანი.“
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჭიათურაში უკვე სამი მაღაროელი დაიღუპა. 15 ივლისს შუქრუთის მაღაროში, ქანების აფეთქების დაწყებამდე, ჩამოვარდნილმა ლოდმა, 60 წლის ამფეთქებელის შალვა დარბაიძის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მაისში კი წერეთლის მაღაროში, ჯუმბერ კენჭოშვილს ასაფეთქებელი ნივთიერება აუფეთქდა და მარჯვენა მტევნის ამპუტაცია დასჭირდა.
ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და უბედური შემთხვევის გამო – 245 ადამიანი დაიღუპა, 475 კი მძიმედ დაშავდა.
ბოლო 85 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც საბჭოთა საქართველოში „ჭიათურმანგანუმის ტრესტი“ შეიქმნა, 500–ზე მეტი მაღაროელია დაღუპული.
საქართველო გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს:
„1928 წლიდან დღემდე 500–ზე მეტი მაღაროელია გარდაცვლილი ჭიათურაში და მე ვფიქრობ რომ ეს არის უბედურება პატარა ქალაქისთვის, პატარა ერისთვის და ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც ჩვენ ვართ.“
სპეციალისტთა შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში საწარმოო პროცესისა და შრომის უსაფრთხოების სფერო აბსოლუტურად უკონტროლოდ იყო მიტოვებული.
2009 წელს ტექნიკური ზედამხედველობის ინსტიტუტი გაუქმდა, რომელიც საწარმოო პროცესის უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებდა. დღეს სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს სახით, საწარმოო შემთხვევებზე მხოლოდ პოსტ–ფაქტუმ რეაგირებს.
საწარმოებს ასევე აღარ აქვთ ვალდებულება მძიმე შედეგით დასრულებული საწარმოო შემთხვევების გამოსაძიებლად კომისია შექმნან და ერთ წევრად კომისიაში პროფკავშირების წარმომადგენელი შეიყვანონ. ახლა ასეთ შემთხვევებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
Your browser doesn’t support HTML5