"ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - ჯორჯ პაპაშვილი

Your browser doesn’t support HTML5

ჯორჯ პაპაშვილი - ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და სკულპტორი, რომელმაც მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. "ამერიკის ხმა" წარმოგიდგენთ, წარმატებული ქართველი ამერიკელების შესახებ, დოკუმენტური მიკრო ფილმების ციკლის მოერე ეპიზოდს.
ჯორჯ პაპაშვილი - ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და სკულპტორი, რომელმაც მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

"ამერიკის ხმა" წარმოგიდგენთ, წარმატებული ქართველი ამერიკელების შესახებ, დოკუმენტური მიკრო ფილმების ციკლის მოერე ეპიზოდს.

ფილმში იხილავთ "ამერიკის ხმის" ექსკლუზიურ მასალებს, ლიჰაის უნივერსიტეტის, ლინდერმანის ბიბლიოთეკის სპეციალური კოლექციებიდან, სადაც ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების პირადი არქივია დაცული. ასევე, ექსკლუზიურ მასალას ფერმიდან, რომელსაც წყვილმა "ერთობა" დაარქვა.

ფილმში წარმოდგენილია ინტერვიუები, ლინდერმანის ბიბლიოთეკის მთავარ სპეციალისტთან და მკვლევარ რუსუდან ნიშიანიძესთან. პოსტ საბჭოთა სივრციდან, სწორედ რუსუდან ნიშნიანიძე იყო პირველი მკვლევარი, რომელმაც ლინდერმანის ბიბლიოთეკაში, პაპაშვილების არქივი შიესწავლა.

დღეს პაპაშვილების არქივი მკვლევარებისთვის ღიაა. ლინდერმანის ბიბლიოთეკამ კი არქივის გაციფრულებული ნაწილის, "ამერიკის ხმას" გაუზიარა.