შეერთებული შტატების მაღალი რანგის გენერალი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ავღანეთთან დაკავშირებით „გრძელვადიანი და დეტალური“ სტრატეგია აქვს. ამ სტრატეგიის მიხედვით ავღანეთში დამატებითი საერთაშორისო დანაყოფები გაიგზავნება, რომლის მიზანიც ავღანეთის ჯარს და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის კონფლიქტის მოგვარებაა.
ეს განცხადება შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების მეთაურმაგენერალმა ჯო დანფორდმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმას ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
ავღანეთის სტრატეგიაზე სამსჯელოდ პრეზიდენტი ტრამპი პარასკევს კემპ დევიდზე მიემგზავრება, სადაც ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდება. დანფორდი ამბობს, რომ დისკუსიაში ტელე-კონფერენციის მეშვეობით ჩაერთვება.
დანფორდის თქმით, ავღანეთში მებრძოლი ამერიკელი ჯარისკაცები განახლებულ პოლიტიკას იმსახურებენ. „ამიტომაც დავხარჯეთ ამ საკითხზე დიდი დრო,“ განაცხადა გენერალმა.