ფრანგი კანონმდებლები მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს

საფრანგეთის კანონმდებლები, ოთხშაბათს, 4 დეკემბერს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ეს მიშელ ბარნიეს ისედაც მყიფე კოალიციას რეალურ საფრთხეს უქმნის, რაც გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში.

თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, ეს იქნება საფრანგეთის პირველი მთავრობა, რომელიც ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად, იძულებული გახდება გადადგეს.

საფრანგეთის პარლამენტში დებატები ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება, კენჭისყრა კი დებატების დაწყებიდან დაახლოებით სამ საათში გაიმართება. საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება, სამშობლოში დღეს დაბრუნდება.

რამდენიმეკვირიანი დაძაბულობის შემდეგ, პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა, როცა პრემიერ-მინისტრმა ბარნიემ, რომელიც ამ პოზიციაზე სულ სამი თვეა იმყოფება, განაცხადა, რომ ბიუჯეტის სოციალური უზრინველყოფის ნაწილს, საპარლამენტო კენჭისყრის გარეშე გაიტანდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ვერ მოიპოვა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერა. ერთად, მემარცხენეებსა და უკიდურეს მემარჯვენეებს საკმარისი ხმების რაოდენობა აქვთ იმისთვის, რომ ბარნიეს კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადონ.