ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურორს მარინ ლე პენის დაპატიმრება და საჯარო სამსახურისგან ხუთი წლით ჩამოცილება სურს


მარინ ლეპენი
მარინ ლეპენი

პარიზში პროკურორმა ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ სასჯელად ხუთწლიანი პატიმრობა და საჯარო თანამდებობაზე მსახურების ხუთი წლით აკრძალვა მოითხოვა. განცხადება მან 13 ნოემბერს მიმდინარე სასამართლო პროცესზე გააკეთა, რომელზეც ლეპენს 24 სხვა ადამიანთან ერთად, ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

სასამართლო პროცესს წინ დაახლოებით 10 წლის წინ დაწყებული გამოძიება უძღოდა. მიმდინარე პროცესი საფრთხეს უქმნის მისი პარტიის იმიჯს, რომელიც 2027 წლის არჩევნებისთვის ემზადება. ბევრი ფიქრობს, რომ ლეპენს კენჭისყრაში გამარჯვების შანსი აქვს.

პროკურორმა დანარჩენ ორ სასჯელთან ერთად, ასევე მოითხოვა 300,000 ევროს ($316,860) ოდენობის ჯარიმის დაკისრება. ამასთან, პროკურორი ითხოვს, რომ განაჩენის გამოტანისთანავე ის ძალაში დაუყოვნებლივ შევიდეს, იმის მიუხედავად, გაასაჩივრებს თუ არა მას მოგვიანებით ლეპენი. თუკი სასამართლომ ლეპენის ბრალეულობა ამავე სახით დაამტკიცა, მაშინ ის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, იმის მიუხედავად, თუ რას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო.

ბრალი წაყენებული აქვს ლეპენის პარტიასაც "ნაციონალური ფრონტი", მისი ლიდერის, ოფიციალური პირების და თანამშრომლების ჩათვლით. ახლა პარტიას "ნაციონალური გაერთიანება" ჰქვია.

ბრალდებულებს შორის "ნაციონალური ფრონტიდან" საფრანგეთის ყოფილი კანონმდებლები და საპარლამენტო შტატის წარმომადგენლები არიან. ბრალდების მიხედვით, ისინი ევროპული პარლამენტის თანხებს საკუთარი პარტიის თანამშრომლებს უხდიდნენ.

XS
SM
MD
LG