მარინ ლე პენი, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი სასამართლო პროცესზე წარსდგა. პროცესი დღეს, ორშაბათს გაიმართა. პოლიტიკოსს ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ედება ბრალი. ლე პენი ამბობს, რომ დარწმუნებულია დაამტკიცებს, რომ არაფერი დაუშავებია.
ლე პენი, მისი პარტია და პარტიის 24 სხვა ოფიციალური პირი, მათ შორის, თანამშრომლები, ყოფილი დეპუტატები თუ პარლამენტის თანაშემწეები - ბრალდებულნი არიან ევროპარლამენტში სამუშაოდ გამოყოფილი თანხის გამოყენებაში. ბრალდების მიხედვით, ისინი ამ ფულს პარტიის თანამშრომლებს უხდიდნენ.
ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამბობენ, რომ მათ მიერ ფულის გამოყენება ლეგიტიმური იყო და რომ ბრალდებები აჩვენებს ძალიან ვიწრო განმარტებას იმისას, თუ რას აკეთებს პარლამენტის თანაშემწე.
„ამ სასამართლო პროცესს დიდი სიმშვიდით მივუდგები“, - განუცხადა ლე პენმა ჟურნალისტებს პარიზის სისხლის სამართლის სასამართლოში მისვლისას.
სასამართლო პროცესი პოტენციურად საზიანო იქნება ლე პენისთვის. თუ ლე პენს დამნაშავედ ცნობენ, მაშინ მას რამდენიმე წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალება. მაგრამ, მიმომხილველთა დაკვირვებით, თუ სასამართლოში ის გამართლდება, მაშინ, ეს შესაძლოა დაეხმაროს კიდეც მას და მის პარტიას 2027 წლის არჩევნებისთვის იმიჯის გამყარებაში.