პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკას 1987 წელს შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელმოწერილი ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმებიდან გამოიყვანს. საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების შეთანხმება ერთმანეთის მოწინააღმდეგე ორ ზესახელმწიფოს მაშინ ზოგიერთი ბირთვული იარაღის შექმნას, განვითარებას და გამოყენებას უკრძალავდა. რამდენიმე წლის წინ - ახლა უკვე ამერიკამ და რუსეთმა - ხელშეკრულების დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს. რა არის ეგრეთწოდებული „INF“ის ხელშეკრულება, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ტრამპმა მისი დატოვება და დაიწყო თუ არა ახალი ცივი ომი? ამ თემებზე "ამერიკის ხმა" ფრენკ მილერს ესაუბრა, რომელიც რუსეთთან იარაღის კონტროლის თაობაზე არაერთი მოლაპარაკების წამყვანი ფიგურა იყო შეერთებული შტატების მხრიდან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონმა მოსკოვში ვიზიტის დროს დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ ამერიკა საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის ხელშეკრულებას დატოვებს. როგორ ხსნით ამას?
ბოლტონმა მოსკოვში ჩასვლით რუსეთის მთავრობას ოფიციალური გაფრთხილება მისცა, რომ თუ არ შეწყვეტენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ტყუილებით დარღვევას, რასაც უკვე 6 წელია აკეთებენ, ჩვენ ხელშეკრულებას უვარგისად ჩავთვლით. მან რუსებს ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად ძალიან მოკლე პერიოდი მისცა და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ამერიკა მას დატოვებს. თუ შეთანხმებას მხოლოდ ერთი მხარე ასრულებს, ის შეთანხმება არ არის - ეს ცალმხრივი თავშეკავებაა. ბოლტონის ვიზიტის მიზანიც ეს იყო, რომ რუსეთისთვის ეთქვა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ისინი იტყუებიან და დროა ეს ტყუილი შეწყვიტონ.
საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ ხელი 1987 წელს - ცივი ომის დროს - მოაწერეს. რას მოიცავს ეს ხელშეკრულება? რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი?
ის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 1970-ანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირმა ევროპაში ახალი კლასის რაკეტების, ეგრეთწოდებული, SS-20-ების განლაგება დაიწყო. ეს ბალისტიკური რაკეტები იყო, რომლებსაც სამი ქობინის გადატანა შეეძლო. ეს იარაღი ნატოში შემავალ ევროპას და იაპონიას საფრთხეს უქმნიდა. ალიანსმა სცადა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური გზებით დაყოლიება იმაზე, რომ მათ ამ სისტემების განლაგება შეეწყვიტათ. მოსკოვმა ამაზე უარი თქვა.
ამის შემდეგ, 1979 წელს ალიანსმა დიდი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო შეკავების მიზნით „პერშინგ 2“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების და სახმელეთო ფრთოსანი რაკეტების განლაგება საბჭოთა საფრთხის გასანეიტრალებლად. ამავდროულად, საბჭოთა კავშირს იარაღის კონტროლზე მოლაპარაკება შევთავაზეთ, რომელიც როგორც საბჭოთა SS20-ებს, ასევე ნატოს ორივე სისტემას მოიცავდა. მოსკოვმა მოლაპარაკების დაბლოკვა დასავლეთ ევროპაში მოსახლეობის შეხედულების მობილიზებით სცადა. ეს რომ ჩაუვარდათ, მოლაპარაკების წარმოებაზე უარი თქვეს. თუმცა, როცა ნატომ ამ სისტემების დისლოცირება დაიწყო, საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ვითარება არ აწყობდათ. ამის შემდეგ კი დიპლომატები შეუდგნენ საქმეს და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით აკრძალეს ყველა ეს იარაღი. შეთანხმება 2012 წლამდე კარგად მუშაობდა, სანამ რუსეთმა ფარული პროგრამით SSC-8 ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსება არ დაიწყო. INF-ის ხელშეკრულებით ევროპაში მსგავსი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების განთავსება აკრძალულია. რუსები შეთანხმებას არღვევენ და ამ სისტემების ევროპაში განთავსებას აგრძელებენ.
რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ როგორღაც ამ ქვეყნებში „ტომაჰაკის“ რაკეტებს შევაპარებთ და მათ რაკეტის გამშვებებზე დავაყენებთ. ეს სასაცილოა. ეს სუკის კლასიკური ტყუილია. ამის გაკეთება რომ ვცადოთ, ყველა გაიგებს.
რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ხელშეკრულებას არა რუსეთი, არამედ ამერიკა არღვევს და ამის მაგალითად პოლონეთსა და რუმინეთში განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მოჰყავს.
ეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა და სხვა არაფერი. ეს არ არის თავდაცვითი იარაღი და ყველა ხედავს იმას, თუ რა რაკეტებისგან შედგება ეს ფარი. ეს არ არის იერიშის მისატანი რაკეტები. რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ როგორღაც ამ ქვეყნებში „ტომაჰაკის“ რაკეტებს შევაპარებთ და მათ რაკეტის გამშვებებზე დავაყენებთ. ეს სასაცილოა. ეს სუკის კლასიკური ტყუილია. ამის გაკეთება რომ ვცადოთ, ყველა გაიგებს. ჩვენ პროგრამების დამალვა კარგად არ გამოგვდის. აი, რუსეთის მთავრობა კი 2012 წლიდან აწარმოებს ფარულ პროგრამას და ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ საჯაროდ მათზე ზეწოლა.
2014 წელს რუსეთმა კალინინგრადში „ისკანდერების“ განლაგება დაიწყო, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს საფრთხეს უქმნის. კონტექსტში ჩასვით ეს - რა გააკეთა მაშინ შეერთებულმა შტატებმა?
ჩვენ ვილაპარაკეთ, მაგრამ არფერი გავაკეთეთ. სადღაც, 2012 წლისთვის, რუსეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაეწყო კვლევისა და განვითარების პროგრამა. ეს არაკანონიერი არ არის. 2014 წლისთვის დაიწყეს ამ პროგრამის ტესტირება. ეს არაკანონიერია. 2015-2016 წლისთვის კი რაკეტების ფართო წარმოება და ამ რაკეტების ბატალიონების საველე დისლოცირება დაიწყეს.
როგორც ობამას, ასევე ტრამპის ადმინისტრაციამ მათთან დიპლომატიური მეთოდებით სცადა იმის კომუნიკაცია, რომ რუსეთი INF-ის ხელშეკრულებას არღვევდა. ყოველ ჯერზე რუსეთის მთავრობა თავიდან გვიცილებდა და კლასიკური, ყოფილი საბჭოური მეთოდით მალავდა სიმართლეს. დღეს ამერიკა მათ მიერ ხელშეკრულების დარღვის საპირწონედ არაფერს აკეთებს, პუტინი ამისთვის საზღაურს არ იხდის. ეს რაკეტები კი დასავლეთ ევროპას ემუქრება და ეს პრობლემაა.
რა მოხდება ამერიკამ რომ ხელშეკრულება დატოვოს? ვინ იქნება ამ ნაბიჯის შედეგად ყველაზე დიდი მოგებული და ვინ იქნება წაგებული? რას მოუტანს ეს ნაბიჯი ევროპის უსაფრთხოებას?
ეს ძალიან კარგი კითხვაა. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ამერიკის შეთანხმებიდან გამოსვლა ტექნიკური საკითხია. რუსეთის პოზიცია ისეთია, რომ ის უკვე გამოსულია ხელშეკრულებიდან. ისინი განალაგებენ იარაღს, რომელსაც ხელშეკრულება კრძალავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გამოსულები არიან INF-დან, მაგრამ ამას არ აღიარებენ. ამ ეტაპზე ამერიკამ და ჩვენმა პარტნიორებმა ნატოში და აღმოსავლეთ ევროპაში უნდა შეიმუშაონ ჯარიმა, რომელიც პრეზიდენტ პუტინს უნდა დაუწესონ პირობის გატეხვისთვის.
პრეზიდენტმა ტრამპმა ის თქვა, რომ უნდა შევიმუშაოთ იარაღის სისტემა, რომელიც რუსული რაკეტების საპირწონე იქნება. მას არ უთქვამს, რომ ეს სისტემა დასავლეთ ევროპაში უნდა განთავსდეს, როგორც ამას ზოგიერთი ისტერიული კომენტატორი აცხადებს. თუ პუტინმა დაინახა, რომ ამერიკა საწინააღმდეგო სისტემას იმუშავებს, ის მიხვდება, რომ ორივე მხარეს იარაღის კონტროლის ახალი ხელშეკრულება სჭირდება. ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს 1980-იანი წლების ვითარებას, როცა საბჭოთა კავშირმა SS-20-ების განლაგება დაიწყო და სანამ ნატოს საპასუხო რეაქცია არ გაჩნდა, მანამდე მოსკოვი იარაღის კონტროლზე შეთანხმების მიღწევაზე უარს ამბობდა.
ამ წუთას, რუსეთი ცხრა საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს. „ჰელსინკის საბოლოო აქტის“ და „ბუდაპეშტის აკორდის“ თანახმად, რუსეთმა პირობა დადო, რომ ევროპაში საზღვრებს სამხედრო ძალის გამოყენებით არ შეცვლიდა. წადით ეს საქართველოს და უკრაინის მთავრობებს ჰკითხეთ.
რუსეთსა და შეერთებულ შტატებს იარაღის კონტროლის რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი შეთანხმებაც აქვს. მაგალითად „ღია ცის შეთანხმება,“ „ახალი სტარტი“ და სხვა. თუ შეერთებული შტატები INF-ის ხელშეკრულებიდან გამოვიდა, საფრთხე ხომ არ შეექმნება სხვა მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს?
ეს ძალიან კარგი კითხვაა. ამერიკის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა ლეგალური ინსტრუმენტია. რუსეთი ხელშეკრულებიდან უკვე გამოსულია იმის გამო, რომ მის პირობებს არღვევს აკრძალული სისტემების ველზე განლაგებით. ისინი უბრალოდ ამას არ აღიარებენ.
ამ წუთას, რუსეთი ცხრა საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს. „ჰელსინკის საბოლოო აქტის“ და „ბუდაპეშტის აკორდის“ თანახმად, რუსეთმა პირობა დადო, რომ ევროპაში საზღვრებს სამხედრო ძალის გამოყენებით არ შეცვლიდა. წადით ეს საქართველოს და უკრაინის მთავრობებს ჰკითხეთ. „ვენის კონვენციის“ თანახმად, ხელმომწერმა ქვეყნებმა ერთმანეთს წინასწარ უნდა შეატყობინონ სამხედრო წვრთნების და წვრთნებში მონაწილე პერსონალის რაოდენობის შესახებ. რუსები უწყვეტად იტყუებიან მათი სამხედრო სავარჯიშოების მასშტაბებზე. „ქიმიური იარაღის კონვენციის“ თანახმად, ყველა ხელმომწერ ქვეყანას უნდა გაენადგურებინა ქიმიური არსენალი. სალისბერიში მომხდარის შემდეგ, ცხადია, რომ რუსებს ისევ აქვთ ქიმიური იარაღი და მისი გამოყენებით სკრიპალების მოკვლაც კი სცადეს.
ბუშ უფროსსა და გორბაჩოვს და ბუშ უმცროსსა და ელცინს შორის ორი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა თანახმადაც რუსეთს და ამერიკას ახლო რადიუსის ბირთვული სისტემები უნდა გაენადგურებინა. ამერიკამ და ნატომ ეს გააკეთა, რუსეთმა არა. „ღია ცის“ შეთანხმება, რომელიც თქვენ ახსენეთ... რუსეთის გადაფრენის უფლებას არ გვაძლევს ყველა ადგილზე სადაც ხელშეკრულებით გვეკუთვნის გადაფრენა. „სტამბოლის შეთანხმება,“ რომლის თანახმადაც რუსეთს ჯარები უნდა გაეყვანა საქართველოდან და მოლდოვადან - არც ეს შეთანხმება სრულდება.
აი, ეს არის რუსეთის მთავრობის ცინიკური დამოკიდებულება იარაღის კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართ. მათ ეს შეთანხმებები მოსწონთ მხოლოდ მაშინ, როცა მათ ამერიკა და ნატო იცავს და თვითონ მათი დარღვევის უფლება ეძლევათ. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ეს საქციელი მთელი მსოფლიოსთვის გაასაჯაროა.
როცა ბოლტონი მოსკოვში იმყოფებოდა პრეზიდენტმა ტრამპმა განცხადება გააკეთა, რომლითაც რუსეთთან და ჩინეთთან გამალებული შეიარაღების შესაძლებლობა ერთგვარად მოსინჯა. მან თქვა, რომ „სანამ ისინი გონს მოეგებიან,“ „ჩვენ ბირთვულ არსენალს ძველ დონემდე გავზრდით.“ მან ასევე დასძინა, რომ ამას რუსეთსა და ჩინეთზე და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მისამართით ამბობდა, „რომლებსაც ამ თამაშის თამაში სურთ.“ რა პოზიციაში აყენებს პრეზიდენტის მსგავსი განცხადებები შეერთებულ შტატებს?
ტრამპი იმას ამბობს, რომ თუ დიპლომატიას პატივს არ სცემთ, მე ჩვენს ძალებს ისეთ დონემდე გავზრდი, რომ დისკომფორტს შეგიქმნი და ამის შემდეგ მივცემთ დიპლომატებს საშუალებას იარაღის კონტროლის ახალი შეთანხმება შეადგინონ. ასეთია ჩვენი ისტორია ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსეთის მთავრობასთან.
ეს ისეთი განცხადებაა, რომელიც ჩვენს კრიტიკოსებს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ ჩვენ „ქაუბოიებივით“ ვიქცევით. მაგრამ სინამდვილეში, იმ თემას უნდა დავუბრუნდეთ, რომელზეც მე და თქვენ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. მოსკოვთან მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევა, როგორც ხედავთ, არ ჭრის. ეს არაეფექტურია. ჩინეთმა კი, რომელიც ბირთვული შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანა არ არის, საშუალო რადიუსის რაკეტებით აღჭურვილი საკმაოდ დიდი სამხედრო ძალა შექმნა.
ტრამპი იმას ამბობს, რომ თუ დიპლომატიას პატივს არ სცემთ, მე ჩვენს ძალებს ისეთ დონემდე გავზრდი, რომ დისკომფორტს შეგიქმნი და ამის შემდეგ მივცემთ დიპლომატებს საშუალებას იარაღის კონტროლის ახალი შეთანხმება შეადგინონ. ასეთია ჩვენი ისტორია ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსეთის მთავრობასთან.
თქვენი აზრით, შესაძლებელია ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის იარაღის კონტროლის სამმხრივი შეთანხმების მიღწევა?
ვფიქრობ ეს გამოწვევა იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. როგორც პეკინმა, ასევე მოსკოვმა უნდა ნახოს, რომ შეერთებული შტატები ახალ სისტემებს განალაგებს, რომლებიც მათ დისკომფორტს შეუქმნის. ამის შემდეგ, მათ ექნებათ არჩევანი შეეგუონ ამ სისტემებს, ან მათ არსებობას თავი გაართვან იარაღის კონტროლის ახალი შეთანხმებით. ისტორია გვაჩვენებს, რომ ორივე ქვეყანა დიპლომატიურ მიდგომაზე, რომელიც რაღაცა სახის იარაღით არ არის გამყარებული, არ მუშაობს. ეს შეკავების საკითხია და ჩვენ ამას 1940-ანი წლებიდან ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ვაკეთებთ. ჩვენ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ.
ხომ არ არის ეს ბატონი ტრამპის ბლეფი კონკრეტული შედეგის მიღების მიზნით?
არა. არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია. ის, რაც მე მაწუხებს, დასავლეთ ევროპაში ჩვენი მეგობრების რეაგირებაა, რომლებიც ამბობენ, რომ ტრამპი ევროპაში საშიშ ნაბიჯს დგამს. ისინი არ აღიარებენ იმას, რომ დასავლეთ ევროპას საფრთხეს ამერიკული იარაღი არ უქმნის. რუსეთის იარაღი უკვე განთავსებულია ევროპაში და სწორედ ის წარმოადგენს საფრთხეს. რუსეთი არღვევს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მათ პირობა დადეს, რომ მსგავს იარაღს არასოდეს შექმნიდნენ.
რა იწვევს მათ ასეთ დამოკიდებულებას და როგორც თქვენ ამბობთ, საფრთხის არასწორ აღქმას?
არ ვიცი. ვიცი ის, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ამაზე და ევროკავშირმა განცხადება გამოაქვეყნა. ბრალი იმ მხარეს უნდა დაედოს, რომელმაც ხელშეკრულება დაარღვია. ეს კი ბატონი პუტინი და მისი მრჩევლების წრეა.
შეერთებულ შტატებს რუსეთის დარღვევების შესახებ ხელჩასაჭიდი სამხილის წარმოდგენა შეუძლია ამ დარღვევების შესახებ?
ვფიქრობ ცივი ომი უკვე მიმდინარეობს. ის, რასაც ბატონი პუტინი და მისი გარემოცვა აცხადებს ბოლო 10 წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა - ძალიან ჰგავს ნიკიტა ხრუშოვის განცხადებებს.
შეერთებულმა შტატებმა ნატოს მოკავშირეებს საიდუმლო ინფორმაციის გამოყენებით ეს მტკიცებულებები წარუდგინა. იმაზე, თუ რისი თქმა შეგვიძლია საჯაროს, გარკვეული შეზღუდგები გვაქვს. ეს იმიტომ, რომ ინფორმაცია, რომელიც გვაქვს სადაზვერვო წყაროებმა მოიპოვეს და მისი გადმოცემა ჩვენთვის რუსეთის მთავრობის მიერ არ მომხდარა. რუსეთი გვთხოვს ვუთხრათ მათ თუ რა მეთოდებით მივიღეთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებთ, რადგან ამით მათ საშუალებას მივცემთ უკეთ დამალონ ეს სისტემები.
პუტინმა თქვა, რომ თუ შეერთებული შტატები ევროპაში ახალ ბირთვულ იარაღს განალაგებს, რუსეთი პირდაპირპროპორციულად უპასუხებს. მიუთითებს თუ არა მსგავსი განცხადებები ორივე მხარის მხრიდან ახალი ცივი ომის დაწყებაზე?
შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი არ აქვს რა იქნება სათანადო რეაგირება. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ნატოს წევრ ევროპაში ახალი იარაღის განთავსება არ გვჭირდება. თქვენი კითხვის მეორე ნაწილი დაიწყო თუ არა ახალი ცივი ომი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ცივი ომი უკვე მიმდინარეობს. ის, რასაც ბატონი პუტინი და მისი გარემოცვა აცხადებს ბოლო 10 წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა - ძალიან ჰგავს ნიკიტა ხრუშოვის განცხადებებს. რუსეთის ელში დანიაში აცხადებს, რომ თუ დანიის საზღვაო ძალები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას შეუერთდა, მათი გემები რუსეთის ბირთული იარაღის სამიზნეები იქნება. ბატონმა პუტინმა თვითონ თქვა, რომ პოლონეთსა და რუმინეთში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტები ბირთვული სამიზნეები იქნება. ასევე მოსმენილი გვაქვს პუტინთან დაახლოები პირების განცხადებები, რომ რუსეთს შეუძლია ამერიკა ფერფლად აქციოს. ასეთი განცხადებები რუსეთის მხრიდან ნიკიტა ხრუშოვის გარდაცვალების შემდეგ არ გვსმენია.
რუსეთი მუდმივად ავიწროვებს ნატოს მოკავშირეებს საჰაერო სივრცეში თუ საერთაშორისო წყლებში, აწარმოებს კიბერ თავდასხმებს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსეთი უკვეა ჩართული ცივ ომში. დასავლეთი კი - იმის გამო, რომ მათ ძალიან უხარიათ ის, რომ ცივი ომი დამთავრდა - არ აღიარებს მის განახლებას. ეს დიდი პრობლემაა.