მაკრონი რუსეთს აფრიკაში შექმნილი ვითარებისთვის აკრიტიკებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუსეთს აფრიკაში ანტიფრანგული პროპაგანდის გაღვივებაში ადანაშაულებს და ამის გამო აკრიტიკებს. სანფრანგეთს აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში სერიოზული სამხედრო დანაკარგები აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ქვეყნის პრეზიდენტი თვლის, რომ ანტიფრანგული განწყობებისა და საფრანგეთის მოქალაქეებისთვის აფრიკის კონტინენტზე სახიფათო სიტუაციის შექმნა-გამწავებაში რუსეთი დიდი როლს თამაშობს.

ტუნისში გამართულ ფრანგულენოვანი ერების სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, მაკრონს სთხოვეს კომენტარი გაკეთებინა კრიტიკაზე, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი თავის ყოფილ კოლონიებთან არსებულ ისტორიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს ექსპლუატაციას უწევს.

ასევე ნახეთ: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში "ატომექსპოზე" დასასწრებად ჩავიდა

"ეს აღქმა სხვებისგან მოდის, პოლიტიკური პროექტია",- თქვა მაკრონმა და დაამატა: "მე სულელი არ ვარ, ბევრია გავლენის მომხდენი, ზოგიერთი თქვენს გადაცემებშიც საუბრობს. ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა "ტვ5 მონდეს" ჟურნალისტის კითხვას.

"გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ, რომ აფრიკაში თავიანთი გავლენა გაავრცელონ, ცდილობენ, რომ საფრანგეთს ავნონ, მის ენას ავნონ და ეჭვი დათესონ",- თქვა მაკრონმა.

საფრანგეთს, ყოფილ კოლონისტს, ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე ფრანგულად მოსაუბრე ქვეყნებში ტერორიზმის აღმოსაფხვრელად, საკუთარი სამხედრო ძალები ჰყავდა გაგზავნილი. ისინი მალიში იყვნენ ბაზირებული. კრიტიკოსები საფრანგეთს ამ მისიის გამო მწვავედ აფასებენ, მისიას მარცხს უწოდებენ და თვლიან, რომ საფრანგეთმა რეგიონში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.