ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთში მოლდოვის დახმარებაზე მსჯელობენ


45 ქვეყანა და ინსტიტუტი ორშაბათს პარიზში იკრიბება, რათა მოლდოვისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე იმსჯელონ, იმ ფონზე, როცა უკრაინაში მიმდინარე ომმა კიშინიოვზეც იქონია გავლენა.

მოლდოვა, რომელიც უკრაინასა და რუმინეთს შორის მდებარეობს, მნიშვნელოვან სირთულეებს უმკლავდება. ქვეყანაში გაძვირდა საკვებისა და ენერგიის ფასები და მას ათასობით ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც 2,5 მილიონიანი ქვეყნისთვის დიდი რიცხვია. ამასთან, მოლდოვის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ და ესკალაციის საფრთხეებზე საუბარი დიდი ხანია გრძელდება.

მოლდოვა, რომელიც დიდწილად დამოკიდებული რუსეთის ენერგომომარაგებაზე, უფრო მეტ სირთულეს აწყდება ზამთრის დადგომასთან ერთად. მოსკოვი ბუნებრივი აირის მიწოდებას დაახლოებით 40%-ით წყვეტს, რაც მოლდოვის მოსახლეობითვის ელექტროენერგიის მიწოდებას ართულებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას აქვს ძლიერი ისტორიული და ენობრივი კავშირები მეზობელ ევროკავშირის წევრ რუმინეთთან, კიშინიოვი გაზს კვლავ ექსკლუზიურად რუსეთის "გაზპრომისგან" იღებს.

ამ წლის დასაწყისში ბერლინსა და ბუქარესტში გამართულ დონორთა კონფერენციებზე კიშინიოვმა 1.2 მილიარდ ევროზე მეტის დაპირება მიიღო. თუმცა, ამ კონფერენციებში ჩართულმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს მოიცავდა რამდენიმე განმეორებით დაპირებებს, პროექტების დაფინანსებას და დაპირებებს, რომ ინვესტიცია ეკონომიკაში წავიდოდა, პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის ნაცვლად.

XS
SM
MD
LG