კიევს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ სტუმრობს. ვიზიტის მიზანი უკრაინის სამომავლო სამხედრო მხარდაჭერის განხილვაა, თუმცა ოფიციალური პარიზი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ომის დასრულების მიზნით, მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებას.
ლეკორნუ უკრაინის დედაქალაქში ჩასვლამდე პოლონეთში იმყოფებოდა. იქ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა პოლონეთთან მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ვარშავა პარიზისგან 2 ფრანგულ სამხედრო სატელიტს შეიძენს.
ასევე ნახეთ: ზელენსკიმ და მოდიმ უკრაინის "სამშვიდობო ფორმულაზე" ისაუბრესკიევში ჩასვლისთანავე, ლეკორნუ გმირების მემორიალზე მივიდა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული უკრაინელი მეომრების ხსოვნას მიაგო პატივი. თავდაცვის მინისტრს შეხვედრები აქვს უკრაინის პრეზიენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან და უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.
“უკრაინას ჩვენგან მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდა", - დაწერა გამგზავრებამდე სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ლეკორნუმ. მართალია, ბრიტანეთთან და ამერიკასთან შედარებით, საფრანგეთი ნაკლებად საუბრობს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, მაგრამ თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საფრანგეთი უკრაინას შეიარაღებას სისტემატურად უგზავნის. პარიზი კიევის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდამჭერად ითვლება.
ამას გარდა, საფრანგეთმა მარტო ამ თვეში ორ კონფერენციას უმასპინძლა, რომლებზეც უკრაინის დასახმარებლად დიდძალი სახსრები მოიზიდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, კიევში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ბევრი აკრიტიკებს ომზე რეაგირების გამო და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო კონტაქტის შენარჩუნების მცდელობისთვის.
Your browser doesn’t support HTML5