საფრანგეთში ვითარება დამშვიდდა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხშაბათს ღამით პოლიციამ ადამიანი დააკავა ძალადობის გამო. იმ არეულობის მასშტაბი, რომელიც პარიზის გარეუბანში, ნანტერში პოლიციის მიერ ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა, ნელ-ნელა მცირდება. მომხდარმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები, ძალადობა და დარბევები გამოიწვია.

არეულობის პიკში, პარასკევიდან შაბათის ღამემდე, პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ვითარების დამშვიდება კვირას დაიწყო.

ასევე ნახეთ: საფრანგეთში არეულობა გრძელდება

არეულობებმა კიდევ ერთხეელ გამოავლინა ფრანგული საზოგადოების ღრმა პოლარიზაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია და ის, თუ როგორ უნდა იყოს გაგებული რესპუბლიკის ღირებულებები თანამედროვე საფრანგეთში.

პოლიციელი, რომელმაც ნაჰელს ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული. საფრანგეთი ამ ინციდენტამდეს მასობრივვ პროტესტთან გამკლავებას ცდილობდა. მანამდე ეს არაპოპულარულ საპენსიო რეფორმას უკავშირდებოდა.

ამჟამად, ოფიციალური პირების ინფორმაციით, სხვადასხვა სიმძიმით 1000-ზე მეტი მაღაზია და ბიზნესია დაზარალებული ამ საპროტსტო გამოსვლებისა და ვანდალიზმის შედეგად.