ამის შესახებ საფრანგეთში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა
პარიზში საფრანგეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე მოვლენების დროს გადამწყვეტი სიტყვა თავად აფრიკელებმა უნდა თქვან.
ბატონი კერის განცხადებით, მალიში სიტუაციამ უმართავი ხასიათი მიიღო და საფრანგეთის ჩარევა აუცილებელი გახდა, თუმცა ახლა დროა, რომ ამ პრობლემის მოგვარება თავად აფრიკელებმა იკისრონ.
შეერთებული შტატების სახელმწიო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი მალიში საფრანგეთის არმიის შეტევას ისლამისტების წინააღმდეგ ტრანსპორტით დაეხმარება და სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის მოკავშირეებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლორენ ფაბიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ კერიმ განაცხადა, რომ არც ამერიკა და არც საფრანგეთი არ არიან დაინტერესებული აფრიკის კონტინენტზე სამხედრო ყოფნის გახანგრძლივებით.
მისი თქმით:“ ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ აფრიკელებს შეუძლიათ. ჩვენი მიზანია აფრიკის და გაეროს ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს საკითხის მოგვარება და საფრანგეთმა უკანა პლანზე გადაინაცვლოს.“
პარიზის განცხადებით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები მალიში იმ დრომდე დარჩებიან სანამ პრობლემა არ მოგვარდება, მაგრამ საფრანგეთი დაინტერესებულია, რომ მალიში მთავარი როლი აფრიკის საჯარისო კონტიგენტმა ითამაშოს, რომელიც გაეროს სამშვიდობო ძალების ქოლგის ქვეშ იმოქმედებს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საფრანგეთის ჯარები მალის ჩრდილოეთში ექსტრემისტებთან გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებენ და მალიდან ჯარების გაყვანაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ეს ოპერაცია საფრანგეთს უკვე 133 მილიონი დოლარი დაუჯდა. საფრანგეთის ხელისუფლება შეშფოთებულია საფრანგეთის იმ მოქალაქეების ბედით, რომლებიც ამ რეგიონში მძევლად ჰყავთ აყვანილი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის განცხადებით, მალის პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ასპექტი არსებობს. აუცილებელია ტერორისტული დაჯგუფებების განადგურება, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ეკონომიკური აღმავლობა და ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ რეგიონებს შორის დიალოგის დაწყება.
მისი თქმით:“ სრულიად აშკარაა, რომ საკუთარი მომავალი თავად აფრიკელებმა და მალის მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს.’’
საფრანგეთში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი ამ ქვეყნის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდა, რომლის დროს მხარეებმა აფრიკის პრობლემებთან ერთად სირიასა და ირანში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს.