12 ადამიანი დაშავდა დნიპროში რუსული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნისას. რეგიონის გუბერნატორის, სერჰი ლისაკის თქმით, ნამსხვრევები დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებსოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის 11 ქალაქზე მიიტანა, მათ შორის, ნიკოპოლზე - ქალაქზე, რომელიც ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს. ნიკოპოლზე იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ქალაქ ოჩერეტინეში, დაშავდა ორი ადამიანი და დაიღუპა ერთი. შაბათს, დონეცკის რეგიონში, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.